2. ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის გასაცემად ჯანმრთელობის შემოწმება ცხოველთა პარტიას შეიძლება ჩაუტარდეს წარმოშობის სადგომში ან შემკრებ ცენტრში. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ჯანმრთელობის სერტიფიკატი შედგენილ იქნეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შემოწმებებისა და კონტროლის შემდეგ, თუმცა:
ა) ცხოველისთვის, რომელიც გაჰყავთ ავტორიზებული შემკრები ცენტრიდან, ასეთი სერტიფიცირება განხორციელდება ერთ-ერთი ქვემოთ მითითებულით:
ა.ა) ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიცავს საჭირო ინფორმაციას და შევსებულია იმ ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სადაც მდებარეობს წარმოშობის სადგომი;
ა.ბ) სერტიფიკატით, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ N3-ს ან დანართ N4-ს, შევსებული და დამოწმებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, იმ ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სადაც მდებარეობს წარმოშობის სადგომი;
ბ) ცხოველისთვის, რომელიც გაჰყავთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სადგომიდან, რომელიც ჩართულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ საზედამხედველო ქსელში, სერტიფიცირება განხორციელდება ქვემოთ მითითებულიდან ერთ-ერთით:
ბ.ა) ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიცავს საჭირო ინფორმაციას და შევსებულია წარმოშობის სადგომის ავტორიზებული ვეტერინარის მიერ;
ბ.ბ) სერტიფიკატით, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ N3-ს ან დანართ N4-ს, შევსებული და დამოწმებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, წარმოშობის სადგომის ავტორიზებული ვეტერინარის მიერ.
3. შემკრებ ცენტრში სახელმწიფო ვეტერინარი ადგილზე განახორციელებს შემოსული ცხოველების ყველა საჭირო შემოწმება