ა) ჯოგი/კოლტი − სადგომში მყოფი ცხოველ(ებ)ი ან ცხოველთა ჯგუფი, როგორც ეპიდემიოლოგიური ერთეული. თუ სადგომი ერთზე მეტ ჯოგს/კოლტს ითვლის,   თითეული ჯოგი/კოლტი წარმოადგენს ცალკეულ ერთეულს და უნდა გააჩნდეს ჯანმრთელობის ერთი და  იგივე სტატუსი;

ბ) დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი − მსხვილფეხა საქონელი (მათ შორის,  ბიზონისა Bison bison და კამეჩის Bubalus bubalus ჯიშები) ან ღორი, რომელიც გამიზნულია სასაკლაოზე ან შემკრებ ცენტრში გადასაყვანად, საიდანაც შესაძლებელია შემდგომ მათი გადაადგილება მხოლოდ სასაკლაოზე;

გ) სანაშენე ან სასურსათო დანიშნულების ცხოველი − მსხვილფეხა საქონელი (მათ შორის, ბიზონისა Bison bison და კამეჩის Bubalus bubalus ჯიშები) და ღორი (გარდა ამ მუხლის  „ბ“  ქვეპუნქტით განსაზღვრულისა), მათ შორის, სანაშენე, მერძეული და მეხორცული ან გამწევი, ასევე შოუსთვის ან გამოფენისთვის განკუთვნილი ცხოველი, გარდა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე ცხოველებისა;

დ) ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯოგი − მსხვილფეხა საქონლის ჯოგი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის  მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე) ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი  −   ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით  განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ვ) ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯოგი −   მსხვილფეხა საქონლის ჯოგი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით  განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ზ) ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ქვეყნის ნაწილი − ქვეყნის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის 23-ე-25-ე პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

თ) ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ქვეყანა − ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის 23-ე-25-ე პუნქტებით  განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ი) ბრუცელოზისაგან თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯოგი − მსხვილფეხა საქონლის  ჯოგი,  რომელიც  აკამყოფილებს  ამ  ტექნიკური  რეგლამენტის  მე-15  მუხლის მე-14-მე-15 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

კ) მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგი − ჯოგი, რომელიც აკამყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ლ) მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი − ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-8-მე-9 პუნქტებით  განსაზღვრულ მოთხოვნებს;

მ) სახელმწიფო ვეტერინარი − სააგენტოს მიერ დანიშნული ვეტერინარი;

ნ) ავტორიზებული  ვეტერინარი − ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, სააგენტოს მიერ ავტორიზებული ნებისმიერი ვეტერინარი;

ო) სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადება − ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით  განსაზღვრული დაავადებები;

პ) შემკრები ცენტრი − სადგომი, შემგროვებელი ცენტრი  და ბაზრობა, სადაც ხდება სხვადასხვა სადგომებიდან წარმოშობილი მსხვილფეხა საქონლისა და ღორის ერთად თავმოყრა ვაჭრობისთვის გამიზნულ პარტიებად. აღნიშნული შემკრები ცენტრი ავტორიზებულ უნდა იქნეს  სავაჭრო მიზნებისთვის და აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ჟ) დილერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ყიდულობს და ყიდის ცხოველებს კომერციული მიზნებისათვის, გააჩნია ამ ცხოველების რეგულარული ბრუნვა და ცხოველების შეძენიდან არა უმეტეს 30 დღისა ხელახლა ყიდის მათ ან გადაჰყავს ისინი თავდაპირველი განთავსების ადგილიდან სხვაგან, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით განსაზღვრულ პირობებს;

რ) ტუბერკულინის გაწმენდილი ცილოვანი დერივატი (ტუბერკულინის PPD (გაწმენდილი ცილოვანი დერივატი), მსხვილფეხა საქონლის ან ფრინველისა) − წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც M bovis-ის  ან M avium-ის (საჭიროების შესაბამისად) ბაქტერიების ზრდისა  და ლიზისის თერმულად დამუშავებული პროდუქტებისგან მიიღება და შესწევს  უნარი, გამოავლინოს შენელებული ჰიპერმგრძნობელობა ცხოველში, რომელიც მგრძნობიარეა იმავე ტიპის მიკროორგანიზმებზე;

ს) OIEISS −  შრატის სტანდარტის საერთაშორისო ეტალონი;

ტ) ELISA − ენზიმშემაკავშირებელი იმუნო-ფერმენტული ანალიზი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილ