ა) ქვეყანაში ამ დაავადების გავრცელება;

ბ) პროგრამის ამოქმედების მიზეზები, დაავადების მნიშვნელობისა და შესაძლო სარგებლის გათვალისწინებით  მასთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) გეოგრაფიული არეალი, სადაც უნდა განხორციელდეს პროგრამა;

დ) ცხოველის სადგომზე და საჭიროების შემთხვევაში, შემკრებ ცენტრზე გამოსაყენებელი სტატუსის კატეგორიები, თითოეული კატეგორიისათვის საჭირო სტანდარტები და გამოსაყენებელი ტესტების  პროცედურები;

ე) პროგრამის მონიტორინგისათვის განსახორციელებელი პროცედურები, რომლის შედეგებიც სულ მცირე წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინოს სამინისტროს;

ვ) ქმედება, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუკი ცხოველის სადგომი ან შემკრები ცენტრი დაკარგავს თავის სტატუსს;

ზ) ზომები, რომლებსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად ჩატარებული გამოკვლევების შედეგები დადებითი იქნება.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამტკიცებს სააგენტოს მიერ წარმოდგენილ პროგრამას.

3. სააგენტოს  მიერ წარმოდგენილ პროგრამებში საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეტანილი იქნას შესწორება ან დამატებ