ა) უნდა იმყოფებოდეს სახელმწიფო ვეტერინარის კონტროლის ქვეშ, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას;
ბ) განლაგებული უნდა იყოს ისეთ არეალში, რომელიც არ ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვას ან შეზღუდვას;
გ) დასუფთავებული და დეზინფიცირებული უნდა იქნეს გამოყენებამდე სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნის შესაბამისად;
დ) შემკრებ ცენტრს ცხოველთა რაოდენობის მიხედვით უნდა გააჩნდეს:
დ.ა) ნაგებობა, რომელიც შემკრებ ცენტრად გამოყენებისას გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის;
დ.ბ) შესაბამისი საშუალებები ცხოველების ჩატვირთვის, ჩამოტვირთვისა და სათანადო სტანდარტების შესაბამისად განთავსებისათვის, მათი გამოკვებისა და დაწყურებისათვის ასევე, საჭირო მოვლა-პატრონობის აღმოსაჩენად; აღნიშნული საშუალებები უნდა ექვემდებარებოდეს დასუფთავებასა და დეზინფექციას;
დ.გ) კლინიკური შემოწმებისათვის საჭირო შესაბამისი ნაგებობები;
დ.დ) იზოლირებისათვის საჭირო შესაბამისი ნაგებობები;
დ.ე) შესაბამისი მოწყობილობები სათავსოსა და გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის;
დ.ვ) ფურაჟის, ნაგვისა და ნაკელის შესაბამისი შესანახი სათავსო;
დ.ზ) ჩამდინარე წყლის სათანადო შემკრები სისტემა;
დ.ი) სახელმწიფო ვეტერინარისათვის სამუშაო ადგილი;
ე) უნდა იღებდნენ ტუბერკულოზის, ბრუცელოზის ან ლეიკოზის ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან წარმოშობილ იდენტიფიცირებულ ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცხოველებს, ან დასაკლავ ცხოველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს; ამ მიზნით, ცხოველების მიღებისას, შემკრები ცენტრის მფლობელმა ან მასზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი იყვნენ სათანადოდ იდენტიფიცირებულები და თან ახლდეთ ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან წარმოდგენილი სახეობებისა და კატეგორიებისთვის შესაბამისი სერტიფიკატები;
ვ) რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს ინსპექტირება ავტორიზებისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის დასადგენად;
ზ) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შესაბამის მოთხოვნებს.
2. შემკრები ცენტრის მფლობელი ან მასზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ცხოველების თანმხლები დოკუმენტების ან ცხოველების საიდენტიფიკაციო ნომრების საფუძველზე, აწარმოოს რეესტრი ან მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სულ მცირე სამი წლის ვადით შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მფლობელის სახელი/დასახელება, წარმოშობა, იმ მსხვილფეხა საქონლის შემოყვანისა და გაყვანის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ან იმ ღორის წარმოშობის სადგომის ან იმ კოლტის სარეგისტრაციო ნომერი, რომლებიც შედიან ცენტრში და სავარაუდო დანიშნულების ადგილი;
ბ) გადამზიდავის რეგისტრაციის ნომერი, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელსაც მიჰყავს ცხოველები ცენტრში ან აგროვებს მათ ცენტრიდან.
3. თითოეულ ავტორიზებულ შემკრებ ცენტრს სააგენტოს მიერ ენიჭება ავტორიზაციის ნომერი.
4. შემკრები ცენტრზე ავტორიზაციის გაცემისას, შესაძლოა შეიზღუდოს მისი საქმიანობა გარკვეული სახეობით ან სანაშენე და სასურსათო დანიშნულების ცხოველებით ან დასაკლავად განკუთვნილი ცხოველებით.
5. სააგენტო ადგენს და აახლებს ავტორიზაციის მქონე შემკრები ცენტრებისა და მათი ავტორიზაციის ნომრების სიას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯაროდ.
6. სააგენტომ შეიძლება შეაჩეროს ან გააუქმოს ავტორიზაციის მოქმედება ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში. ავტორიზაცია შესაძლოა აღდგეს მას შემდეგ, რაც სააგენტო მიიჩნევს, რომ შემკრები ცენტრი სრულად აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს.
7. სამსახურებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, ფუნქციონირების დროს, შემკრებ ცენტრს უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის ავტორიზებული ვეტერინარ