2. მსხვილფეხა საქონლის ჯოგი ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალია თუ:
ა) მასში არ შედის მსხვილფეხა საქონელი, რომელიც აცრილია ბრუცელოზზე, გარდა მდედრი ცხოველებისა, რომლებიც ვაქცინირებულ იყვნენ არანაკლებ 3 წლის წინ;
ბ) არცერთ მსხვილფეხა საქონელს არ აღენიშნებოდა ბრუცელოზის კლინიკური ნიშნები არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში;
გ) 12 თვეზე მეტი ასაკის ყველა მსხვილფეხა საქონელი დაექვემდებარა გამოკვლევის ჩატარების ქვემოთ განსაზღვრული სქემიდან ერთ-ერთს და გამოავლინა უარყოფითი რეაქცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად:
გ.ა) ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული ორი სეროლოგიური ტესტი, რომელიც ტარდება სამ თვეზე მეტი და 12 თვეზე ნაკლები ინტერვალით;
გ.ბ) სამი ტესტი რძის ნიმუშებზე, სამ თვიანი ინტერვალებით, რომელსაც მოსდევს სულ მცირე ექვსი კვირის შემდეგ ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული სეროლოგიური ტესტი;
დ) ნებისმიერი მსხვილფეხა საქონელი, რომელიც შეჰყავთ ჯოგში არის ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსის მქონე ჯოგიდან და 12 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტის ჩატარებისას, ბრუცელების ტიტრის მაჩვენებელი თითოეულ მილილიტრზე ნაკლებია აგლუტინაციის 30 IU –ზე ან სხვა რომელიმე შესაბამის აღიარებულ გამოკვლევაზე უარყოფითი რეაქცია გამოავლინა ჯოგში შეყვანამდე ან შეყვანის შემდეგ 30 დღის განმავლობაში: უკანასკნელ შემთხვევაში, ცხოველი ფიზიკურად იზოლირებული უნდა იქნეს ჯოგის სხვა ცხოველებისგან ისე, რომ უარყოფითი რეაქციის დადგენამდე თავიდან იქნეს აცილებული მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტი სხვა ცხოველებთან.
3. მსხვილფეხა საქონლის ჯოგი შეინარჩუნებს ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალ სტატუსს თუ:
ა) ქვემოთ განსაზღვრული გამოკვლევის სქემიდან ერთ-ერთი ხორციელდება წლიურად და დგინდება უარყოფითი შედეგები ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად:
ა.ა) რძის რგოლური რეაქციის ტესტით, სამჯერადი გამოკვლევით, სულ მცირე სამთვიანი ინტერვალებით;
ა.ბ) რძის სამჯერადი გამოკვლევით ELISA , სულ მცირე სამთვიანი ინტერვალებით;
ა.გ) რძის რგოლური რეაქციის ტესტით, ორჯერადი გამოკვლევით არანაკლებ სამთვიანი ინტერვალებით, რომელსაც სულ მცირე ექვსი კვირის შემდეგ მოჰყვება ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული სეროლოგიური ტესტი;
ა.დ) რძის ორჯერადი გამოკვლევით ELISA ტესტით, არანაკლებ სამთვიანი ინტერვალებით, რომელსაც არანაკლებ ექვსი კვირის შემდეგ მოჰყვება ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული სეროლოგიური ტესტი;
ა.ე) ორი სეროლოგიური ტესტით, რომელიც ტარდება სულ მცირე სამი და არა უმეტეს 12 თვიანი ინტერვალებით.
ბ) ყველა მსხვილფეხა საქონელი, რომელიც შეჰყავთ ჯოგში, წარმოშობილია ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსის მქონე ჯოგიდან და 12 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, სისხლის შრატის აგლუტინაციის რეაქციით გამოკვლევის ჩატარებისას, ბრუცელას ტიტრის მაჩვენებელი თითოეულ მილილიტრში ნაკლებია აგლუტინაციის 30 IU–ზე ან სხვა რომელიმე შესაბამის აღიარებულ გამოკვლევაზე უარყოფითი რეაქცია გამოავლინა ჯოგში შეყვანამდე ან შეყვანის შემდეგ 30 დღის განმავლობაში; უკანასკნელ შემთხვევაში, ცხოველი ფიზიკურად იზოლირებული უნდა იქნეს ჯოგის სხვა ცხოველებისგან ისე, რომ უარყოფითი რეაქციის დადგენამდე თავიდან იქნეს აცილებული მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტი სხვა ცხოველებთან.
4. მიუხედავად ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, სააგენტოს შეუძლია ქვეყნის ან ქვეყნის ნაწილისთვის, რომელიც ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი არ არის, მაგრამ სადაც მსხვილფეხა საქონლის ყველა ჯოგზე ვრცელდება ბრუცელოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, შეცვალოს რეგულარული გამოკვლევის ჩატარების სიხშირე შემდეგნაირად:
ა) იქ, სადაც დაინფიცირებულია მსხვილფეხა საქონლის ჯოგების რაოდენობის არაუმეტეს 1%, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს რძის რგოლური რეაქციის ტესტით ორჯერადი გამოკვლევა ან რძის ELISA ტესტებით გამოკვლევა ყოველ წელს სულ მცირე სამთვიანი ინტერვალებით, ან ერთი სეროლოგიური ტესტი;
ბ) იქ, სადაც, მსხვილფეხა საქონლის ჯოგების რაოდენობის სულ მცირე 99,8% აღიარებულია, როგორც ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი, არანაკლებ 4 წლის განმავლობაში, შემოწმებებს შორის ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს ორ წლამდე თუ გამოკვლევა ჩაუტარდება 12 თვეზე მეტი ასაკის ყველა ცხოველს, ან გამოკვლევა შეიძლება შეიზღუდოს 24 თვეზე მეტი ასაკის ცხოველებით თუ ჯოგზე გრძელდება ყოველწლიური გამოკვლევა. შემოწმებები უნდა ჩატარდეს ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული სეროლოგიური გამოკვლევებიდან ერთ-ერთის გამოყენებით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოკვლევა არ არის სავალდებულო ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში, სადაც ბრუცელოზით დაინფიცირებული მსხვილფეხა საქონლის ოდენობა არ აღემატება 0,2%-ს სულ მცირე ორი წლის განმავლობაში, საქონელი წარმოშობილია ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან ქვეყნის ან ქვეყნის ნაწილის ფარგლებში და ტრანსპორტირების დროს არ ჰქონია კონტაქტი უფრო დაბალი სტატუსის მქონე მსხვილფეხა ცხოველთან.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილის მიუხედავად, მსხვილფეხა საქონელი ბრუცელოზისგან თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯოგიდან შეიძლება შეყვანილ იქნეს ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალ ჯოგში, თუ ის არის სულ მცირე 18 თვის და აცრილია ბრუცელოზზე, ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი წლის წინ. ასეთ მსხვილფეხა საქონელში, ჯოგში შეყვანამდე, 30 დღის განმავლობაში ბრუცელას ტიტრის მაჩვენებელი ნაკლები უნდა იყოს აგლუტინაციის 30 IU-ზე თითოეულ მილილიტრში და ავლენდეს უარყოფით რეაქციას კომპლემენტის ფიქსაციის ტესტზე ან სხვა რომელიმე შესაბამის აღიარებულ გამოკვლევაზე.
7. თუ მდედრი მსხვილფეხა საქონელი ბრუცელოზისგან თავისუფალი ჯოგიდან შეჰყავთ ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალ ჯოგში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულის შესაბამისად, ჯოგი ითვლება ბრუცელოზისგან თავისუფლად ორი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მოხდა ბოლო ვაქცინირებული ცხოველის შეყვანა ჯოგში.
8. ჯოგს შეუჩერდება ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი ერთ-ერთი ქვემოთ მითითებულის შემთხვევაში, თუ:
ა) ამ მუხლის პირველი-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები აღარ სრულდება;
ბ) ლაბორატორიული გამოკვლევისა და კლინიკური ნიშნების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ერთი ან მეტი მსხვილფეხა საქონელი საეჭვოა ბრუცელოზზე და საეჭვო ცხოველები დაკლეს ან მოახდინეს მათი იზოლირება ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტი სხვა ცხოველებთან.
9. თუ ცხოველი უკვე დაკლეს და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა შეუძლებელია, შეჩერებული სტატუსი შეიძლება აღდგეს თუ ჯოგში არსებულ 12 თვეზე მეტი ასაკის ყველა მსხვილფეხა ცხოველზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად ჩატარებული სისხლის შრატის აგლუტინაციის ორი ტესტის შედეგად ბრუცელას ტიტრის მაჩვენებელი ნაკლებია აგლუტინაციის 30 IU-ზე თითოეულ მილილიტრში. პირველი ტესტი ტარდება ცხოველის მოცილებიდან სულ მცირე 30 დღის შემდეგ და მეორე სულ მცირე 60 დღის შემდეგ.
10. თუ მოხდა ცხოველის იზოლირება ჯოგში არსებული სხვა ცხოველებისგან, მისი დაბრუნება ჯოგში და ჯოგის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია ქვემოთ განსაზღვრული ერთ-ერთი პირობით:
ა) სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტით, ბრუცელას ტიტრის მაჩვენებელი ნაკლები უნდა იყოს აგლუტინაციის 30 IU-ზე თითოეულ მილილიტრში და ავლენდეს უარყოფით რეაქციას კომპლემენტის ფიქსაციის ტესტზე;
ბ) ავლენდეს უარყოფითი რეაქციას აღიარებული გამოკვლევების სხვა კომბინაციებზე.
11. ჯოგს ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი მოეხსნება, თუ ლაბორატორიული გამოკვლევებისა ან ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადასტურდება ჯოგში ბრუცელას ინფექცია.
12. ჯოგის სტატუსი აღდგება, როდესაც დაიკვლება დაავადების აფეთქებისას ჯოგში მყოფი ყველა მსხვილფეხა ცხოველი ან ჯოგი დაექვემდებარება საკონტროლო შემოწმებას და 12 თვეზე მეტი ასაკის ყველა ცხოველი გამოავლენს უარყოფით რეაქციას ორ, თანმიმდევრულ, 60 დღის ინტერვალით ჩატარებულ გამოკვლევაზე. აქედან, პირველი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ჯოგიდან დადებითი რეაქციის მქონე უკანასკნელი ცხოველის მოცილებიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ.
13. იმ მსხვილფეხა ცხოველის შემთხვევაში, რომელიც მაკედ იყო დაავადების აფეთქებისას, საბოლოო შემოწმება უნდა ჩატარდეს დაავადების აფეთქებისას მაკედ მყოფი უკანაკნელი ცხოველის მშობიარობიდან არანაკლებ 21 დღის შემდეგ.
14. მსხვილფეხა საქონლის ჯოგი ბრუცელოზისგან თავისუფალია, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს და ვაქცინაცია ჩატარდა შემდეგნაირად:
ა) მდედრი მსხვილფეხა ცხოველები აიცრა ერთ-ერთი ქვემოთ მითითებულით:
ა.ა) ექვსი თვის ასაკამდე, ცოცხალი ვაქცინით, შტამი 19;
ა.ბ) 15 თვის ასაკამდე, ოფიციალურად აღიარებული ინაქტივირებული 45/20 ადიუვანტური ვაქცინით;
ა.გ) სხვა აღიარებული ვაქცინით;
ბ) 30 თვეზე ნაკლები ასაკის მსხვილფეხა საქონელი, რომელიც აიცრა ცოცხალი ვაქცინით, შტამი 19, სისხლის შრატის აგლუტინაციის რეაქციით გამოკვლევის შედეგი შეიძლება იყოს აგლუტინაციის თითოეულ მილილიტრში 30 IU –ზე მეტი, მაგრამ 80 IU–ზე ნაკლები, იმ პირობით, რომ კომპლემენტის ფიქსაციის ტესტის შედეგი მდედრების შემთხვევაში, რომლებიც აიცრა არანაკლებ 12 თვით ადრე, უნდა იყოს ნაკლები 30 EEC ერთეულზე, ან ნაკლები 20 EEC ერთეულზე ყველა სხვა შემთხვევაში.
15. მსხვილფეხა საქონლის ჯოგი შეინარჩუნებს ბრუცელოზისგან თავისუფალი ჯოგის სტატუსს , თუ:
ა) ის ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამოკვლევის სქემიდან ერთ-ერთს;
ბ) ჯოგში შესული მსხვილფეხა საქონელი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, ან ქვემოთ მითთითებულ ერთ-ერთს:
ბ.ა) შემოსულია ბრუცელოზისაგან თავისუფალი სტატუსის მქონე ჯოგიდან და 12 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტის შედეგი ჯოგში შეყვანამდე 30 დღის განმავლობაში ან ჯოგში შეყვანიდან იზოლირებულად ყოფნისას, ნაკლებია აგლუტინაციის 30 IU-ზე თითოეულ მილილიტრში და კომპლემენტის ფიქსაციის ტესტის შედეგი უარყოფითია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით განსაზღვრულის შესაბამისად;
ბ.ბ) შემოსულია ბრუცელოზისგან თავისუფალი სტატუსის მქონე ჯოგიდან, არის 30 თვეზე ნაკლები ასაკის და თუ სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტის შედეგი მეტია 30 IU-ზე, მაგრამ ნაკლებია 80 IU-ზე თითოეულ მილილიტრში, აცრილია ცოცხალი ვაქცინით, შტამი 19, იმ პირობით, რომ კომპლემენტის ფიქსაციის ტესტის შედეგი 12 თვეზე ნაკლები ხნით ადრე აცრილი მდედრების შემთხვევაში უნდა იყოს ნაკლები 30 EEC ერთეულზე ან ნაკლები 20 EEC ერთეულზე ყველა სხვა შემთხვევაში.
16. ჯოგს შეუჩერდება ბრუცელოზისგან თავისუფალი სტატუსი ქვემოთ განსაზღვრული ერთ-ერთი პირობით, თუ:
ა) ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით განსაზღვრული პირობები არ სრულდება;
ბ) ლაბორატორიული გამოკვლევებისა ან კლინიკური ნიშნების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ერთ ან მეტ 30 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა საქონელი საეჭვოა ბრუცელოზზე, საეჭვო ცხოველი დაკლეს ან მოახდინეს მისი იზოლირება ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტი სხვა ცხოველებთან.
17. სადაც მოხდა ცხოველის იზოლირება, მისი დაბრუნება ჯოგში და ჯოგის სტატუსის აღდგენა შეიძლება თუ შემდგომში სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტის შედეგად ბრუცელას ტიტრის მაჩვენებელი ნაკლებია აგლუტინაციის 30 IU –ზე თითოეულ მილილიტრში და ცხოველი ავლენს უარყოფით რეაქციას კომპლემენტის ფიქსაციის ტესტზე ან სხვა აღიარებულ ტესტზე.
18. სადაც ცხოველი უკვე დაკლეს და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა უკვე შეუძლებელია, შეჩერებული სტატუსი შეიძლება აღდგეს სადგომში არსებულ 12 თვეზე მეტი ასაკის ყველა მსხვილფეხა ცხოველზე, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით განსაზღვრულის შესაბამისად ჩატარებული სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტით, ორი გამოკვლევის შედეგად, ბრუცელების ტიტრის მაჩვენებელი ნაკლებია აგლუტინაციის 30 IU-ზე თითოეულ მილილიტრში. აქედან, პირველი უნდა ჩატარდეს ცხოველის მოცილებიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ, ხოლო მეორე – სულ მცირე 60 დღის შემდეგ.
19. თუ ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული გამოსაკვლევი ცხოველი არის 30 თვეზე ნაკლები ასაკის და აცრილია ცოცხალი ვაქცინით, შტამი 19, ისინი შეიძლება ჩაითვალონ ტესტზე უარყოფითი რეაქციის მქონედ, თუ სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტის შედეგი მეტია 30 IU-ზე, მაგრამ ნაკლებია 80 IU-ზე თითოეულ მილილიტრში, ამასთან, კომპლემენტის ფიქსაციის ტესტის შედეგი უნდა იყოს ნაკლები 30 EEC ერთეულზე 12 თვეზე ნაკლები ხნით ადრე აცრილი მდედრების შემთხვევაში ან ნაკლები 20 EEC ერთეულზე, ყველა სხვა შემთხვევაში.
20. ჯოგს ბრუცელოზისგან თავისუფალი სტატუსი მოეხსნება თუ ეპიდემოიოლოგიური მოკვლევის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად დადასტურდება ჯოგში ბრუცელას ინფექცია. ჯოგის სტატუსი არ აღდგება მანამ, სანამ არ დაიკვლება დაავადების აფეთქებისას ჯოგში მყოფი ყველა მსხვილფეხა ცხოველი ან არ მოხდება ჯოგის საკონტროლო შემოწმება და 12 თვეზე მეტი ასაკის ყველა აუცრელი ცხოველი არ გამოავლენს უარყოფით რეაქციას ორ თანმიმდევრულ 60 დღის ინტერვალით ჩატარებულ გამოკვლევაზე. აქედან, პირველი ტესტი უნდა ჩატარდეს ჯოგიდან დადებითი რეაქციის მქონე ბოლო ცხოველის გაყვანიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ.
21. თუ ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული ყველა გამოსაკვლევი ცხოველი არის 30 თვეზე ნაკლები ასაკის და აცრილია ცოცხალი ვაქცინით - შტამი 19, ისინი შეიძლება ჩაითვალონ გამოკვლევაზე უარყოფითი რეაქციის მქონედ თუ ბრუცელას ტიტრის მაჩვენებელი მეტია სისხლის შრატის აგლუტინაციის 30 IU-ზე თითოეულ მილილიტრში, მაგრამ ნაკლებია 80 IU-ზე, ამასთან, კომპლემენტის ფიქსაციის ტესტის შედეგად, ტიტრი უნდა იყოს ნაკლები 30 EEC ერთეულზე, 12 თვეზე ნაკლები ხნით ადრე აცრილი მდედრების შემთხვევაში ან - 20 EEC ერთეულზე ნაკლები - ყველა სხვა შემთხვევაში.
22. იმ მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში, რომელიც მაკედ იყო დაავადების აფეთქებისას, საბოლოო შემოწმება უნდა ჩატარდეს დაავადების აფეთქებისას მაკედ მყოფი უკანაკნელი ცხოველის მშობიარობიდან სულ მცირე 21 დღის შემდეგ.
23. ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფლად შეიძლება გამოცხადდეს ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი თუ::
ა) ბრუცელას ინფექციით გამოწვეული აბორტის და B.abortus-ის გამოყოფის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა არანაკლებ 3 წლის განმავლობაში და სულ მცირე ჯოგების 99,8% -ს ყოველ წელს 5 თანმიმდევრული წლის განმავლობაში მიღებული აქვს ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი, აღნიშნული პროცენტის გამოთვლა ხდება ყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბერს. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც სააგენტო ატარებს მთელი ჯოგის დაკვლის პოლიტიკას, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად გამოვლენილი ცალკეული შემთხვევები, რაც გამოწვეულია სხვა ქვეყნიდან ან იმ ჯოგებიდან ცხოველების შემოყვანით, რომელთა ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი შეჩერებული ან გაუქმებული აქვს დაავადებაზე ეჭვის გარდა სხვა რაიმე მიზეზით, უგულებელყოფილი უნდა იქნეს ზემოთ მოხსენიებული დაანგარიშების მიზნებისთვის თუკი ამ ინციდენტებთან დაკავშირებულ ყოველწლიურ ჩანაწერს აწარმოებს სააგენტო;
ბ) თითოეული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკური რეგლამენტით;
გ) ხდება აბორტის შემთხვევების შესახებ სავალდებულო შეტყობინება და ისინი მოკვლეულია სააგენტოს მიერ.
24. ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფლად აღიარებული ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი შეინარჩუნებს ამ სტატუსს, თუ:
ა) ამ მუხლის 23-ე პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები კვლავ სრულდება, ბრუცელოზით სავარაუდოდ გამოწვეული აბორტის შემთხვევების შესახებ შეტყობინება სავალდებულოა და ისინი მოკვლეულია სააგენტოს მიერ;
ბ) სტატუსის მიღებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყოველ წელს, 24 თვეზე მეტი ასაკის ყველა მსხვილფეხა ცხოველი, რომელიც შეადგენს ჯოგის არანაკლებ 20%-ს, გამოკვლეული იქნა და გამოავლინა უარყოფითი რეაქცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად ჩატარებულ სეროლოგიურ გამოკვლევაზე ან მერძევე ჯოგის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით განსაზღვრულ რძის ნიმუშების გამოკვლევაზე;
გ) თითოეული იმ მსხვილფეხა საქონლის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ბრუცელოზით ინფიცირებულია, ეცნობება სააგენტოს, ის გადის ბრუცელოზზე ოფიციალურ ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას, რომელიც მოიცავს სულ მცირე სისხლის ორ სეროლოგიურ გამოკვლევას, მათ შორის კომპლემენტის ფიქსაციის ტესტსა და სათანადო ნიმუშების მიკრობიოლოგიურ გამოკვლევას;
დ) იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც მსხვილფეხა საქონელი ითვლება საეჭვოდ და რომელიც გრძელდება, მანამ სანამ უარყოფითი შედეგები არ გამოვლინდება ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოკვლევების შედეგად, წარმოშობის ჯოგის ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი ან საეჭვო მსხვილფეხა საქონლისა და მასთან ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული ჯოგის გადაადგილება შეჩერებული იქნება;
ე) ბრუცელოზის აფეთქების გავრცელების შემთხვევაში დაიკვლება ყველა მსხვილფეხა საქონელი. დანარჩენი ამთვისებელი სახეობები გაივლიან შესაბამის გამოკვლევებს და მოხდება შენობებისა და ინვენტარის დასუფთავება და დეზინფიცირება.
25. თუ ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფლად აღიარებულ ქვეყანაში ან მის ნაწილში ბრუცელოზთან მიმართებაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, ხდება სტატუსის შეჩერება ან გაუქმება, სანამ არ შესრულდება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები.
26. სეროლოგიური გამოკვლევა ამ მუხლის მიზნებისათვის აღნიშნავს ან სისხლის შრატის აგლუტინააციის ტესტს, ბრუცელას ბუფერული ანტიგენის ტესტს, კომპლემენტის ფიქსაციის ტესტს, პლაზმის აგლუტინაციის ტესტს, მიკრო აგლუტინაციის ტესტს, ან სისხლის ცალკეულ ELISA ტესტებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად. ყველა სხვა აღიარებული და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტესტი დასაშვებია ამ მუხლის მიზნებისთვის. რძის რგოლური რეაქციის ტესტი არის სეროდიაგნოსტიკური ტესტი ან რძის ELISA ტესტები ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისაად.
ტუბერკულო