ა) მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულოზის გამომწვევი აგენტის - ხარის მიკობაქტერიის (M. bovis), არსებობა კლინიკურ და დაკვლისშემდგომ აღებულ    ნიმუშებში შეიძლება გამოვლინდეს შეღებილი ნაცხის შესწავლით ან იმუნოპეროქსიდაზული მეთოდებით და დადასტურდეს მიკობაქტერიის კულტივაციით  პირველად საკვებ ნიადაგზე;

ბ)  ხარის მიკობაქტერიის ( M. Bovis) დასადასტურებელად პათოლოგიური მასალა აღებული უნდა იქნეს დაზიანებული ლიმფური კვანძებიდან და პარენქიმული ორგანოებიდან, როგორიცაა ფილტვი, ღვიძლი, ელენთა და სხვა. ისეთ შემთხვევებში, როცა ცხოველს არ აღენიშნება  ქსოვილის პათოლოგიური დაზიანებები, ნიმუშების აღება გამოკვლევისათვის და კულტივირებისათვის უნდა მოხდეს რეტროფარინგეალური, ბრონხიალური, მედიასტინალური, მანდიბულარული და მეზენტერიალური ლიმფური კვანძებიდან და ღვიძლიდან;

გ) იზოლატის იდენტიფიცირება ჩევეულებრივ შეიძლება მოხდეს კულტურალური  და ბიოქიმიური მახასიათებლების განსაზღვრით. PCR  შეიძლება ასევე იქნეს გამოყენებული M.tuberculosis-ის კომპლექსის აღმოსაჩენად. დნმ-ის ანალიზის მეთოდები შეიძლება აღმოჩნდეს უფრო სწრაფი და მეტად საიმედო ვიდრე ბიოქიმიური მეთოდები M. bovis-ის განსასხვავებლად M.tuberculosis-ის   კომპლექსის სხვა წევრებისგან. გენეტიკური დაქტილოსკოპია საშუალებას იძლევა, განვასხვავოთ  M.  bovis-ის  სხვადასხვა შეფერილობები და ასევე, აღვწეროთ M. bovis-ის წარმოშობის, გადაცემისა და გავრცელების კანონზომიერებები;

დ) გამოყენებული მეთოდები და საშუალებები, მათი სტანდარტიზაცია და შედეგების ინტერპრეტირება უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) “დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს” (მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულოზი) მიხედვით განსაზღვრულ  მეთოდებსა და საშუალებებს.

2. ტუბერკულინის PPD (გაწმენდილი ცილოვანი დერივატი), რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2-მე-10 პუნქტებით განსაზღვრულ სტანდარტებს, გამოიყენება ტუბერკულინის კანის ტესტისათვის ამ მუხლის მე-11-23-ე პუნქტებით  განსაზღვრული   პროცედურების შესაბამისად.

3. ტუბერკულინი მიიღება წყალში ხსნადი ფრაქციებისგან, რომლებიც მზადდება ორთქლზე გაცხელებით და შემდეგ თხევად ხელოვნურ საკვებ ნიადაგში გამოყვანილი M. bovis-ის  ან M.avium-ის (საჭიროების შესაბამისად) ბაქტერიების კულტურების ფილტრაციით. ფილტრატის აქტიური ფრაქცია, რომელიც ძირითადად პროტეინებისაგან შედგება, გამოიყოფა დალექვის გზით, ირეცხება და ხელახლა იხსნება. მას შეიძლება დაემატოს ანტიმიკრობული დამცავი კომპონენტი (მაგ., ფენოლი), რომელიც არ იწვევს ცრუ დადებით რეაქციებს. საბოლოო სტერილური პრეპარატი, რომელიც მიკობაქტერიას არ შეიცავს,  თავსდება სტერილურ პირობებში სტერილურ, კარგად დაცულ მინის ჭურჭელში, რომელიც შემდეგ იხურება დაბინძურებისგან დასაცავად. პრეპარატი შეიძლება იყოს ლიოფილიზირებული.

4. პროდუქტის იდენტიფიკაციისათვის  მზარდი დოზების რამდენიმეჯერადი შეშვება ხდება სხვადასხვა ადგილზე, კანში, სათანადოდ მგრძნობიარე ალბინოს ზღვის გოჭებში, რომელთაგან თითოეული იწონის არანაკლებ 250გ.-ს 24-28 საათის შემდეგ  რეაქცია ვლინდება ინექციის ადგილებზე წყლულოვანი შესიების სახით განეკროზებული ერითემით ან მის გარეშე. რეაქციის ზომა და დონე იცვლება დოზის მიხედვით. არამგრძნობიარე ზღვის გოჭები არ ავლენენ რაიმე რეაქციას იმავე ინექციებზე.

5.  ტუბერკულოზის ტესტებისათვის:

ა) pH არის 6.5 - 7.5;

ბ) თუ გამოსაკვლევი პრეპარატი შეიცავს ფენოლს, მისი კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 5გ/ლ;

გ) მგრძნობელობის ეფექტის დასადგენად გამოიყენება სამი ისეთი ზღვის გოჭისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც არ ჰქონიათ დანიშნული მასალა, რომელიც ტესტის ჩატარებას ხელს შეუშლის. 3-ჯერ 5 დღიანი ინტერვალით, თითოეული ზღვის გოჭის კანში შეიყვანება 0,1 მლ-ში 500 IU –ს ექვივალენტი გამოსაკვლევი პრეპარატის დოზა. მესამე ინექციიდან 15-21 დღის შემდეგ შეიყვანება იგივე დოზა (500 IU) კანში, იმავე ცხოველებში და სამი იმავე წონის ზღვის გოჭისაგან შემდგარ საკონტროლო ჯგუფის ცხოველებში, რომლებსაც ადრე არ ჩატარებიათ ტუბერკულინის ინექცია. ბოლო ინექციებიდან 24-28 საათის შემდეგ, აღნიშნული ორი ჯგუფის რეაქციები არ უნდა განსხვავდებოდეს მნიშვნელოვნად;

დ)  ტოქსიკურობის დასადგენად გამოიყენება ორი ზღვის გოჭი, თითოეული წონით არანაკლებ 250 გ, რომლებსაც ჩატარებიათ მკურნალობა მასალით,  რომელიც ტესტის ჩატარებას ხელს შეუშლის. თითოეულ ზღვის გოჭში კანქვეშ შეიყვანება 0,5 მლ გამოსაკვლევი პრეპარატი. ცხოველებზე დააკვირვება წარმოებს  შვიდი დღის განმავლობაში. დაკვირვების პერიოდში ანომალიურ ეფექტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს;

ე)  სტერილურობა შეესაბამება სტერილურობის ტესტის მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია ევროპული ფარმაკოპეის „ვაქცინების ვეტერინარიაში გამოყენების შესახებ მონოგრაფიაში”.

6. ეფექტურობისათვის  ტუბერკულინის გაწმენდილი ცილოვანი დერივატის (მსხვილფეხა საქონლის და ფრინველის) ეფექტურობა დგინდება მგრძნობიარე ზღვის გოჭებში გამოსაკვლევი პრეპარატის ხსნარის რამდენიმეჯერადი კანშიდა ინექციით გამოვლენილი რეაქციების შედარებით. აღნიშნული პრეპარატი იხსნება საერთაშორისო ერთეულებში გამოსახული (დაკალიბრებული) ტუბერკულინის გაწმენდილი ცილოვანი დერივატის (მსხვილფეხა საქონლის ან ფრინველის)  ეტალონი პრეპარატის ცნობილი კონცენტრატის მიერ წარმოებულ ხსნართან.

7. ეფექტურობის დასადგენად  საჭიროა არანაკლებ ცხრა ალბინოსი ზღვის გოჭის, თითოეული წონით 400-დან 600 გრამამდე,  მგრძნობელობის გაზრდა კუნთში  0,0001 მგ ცოცხალი  M. bovis-ის  (შტამით AN5, სუსპენდირებული მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულინის  სუფრის მარილის 9გ/ლ ხსნარის 0,5 მლ-ში) სველი მასის ან ფრინველის ტუბერკულინის ინაქტივირებული ან ცოცხალი M. avium-ის შესაბამისი დოზის ღრმა ინექციით. ზღვის გოჭების მგრძნობელობის მატებიდან  არანაკლებ ოთხი კვირის შემდეგ უნდა გაიპარსოს  მათი ფერდები, რათა გაკეთდეს არა უმეტეს ოთხი ინექცია თითოეულ ფერდზე. მზადდება გამოსაკვლევი პრეპარატის და ეტალონი პრეპარატის ხსნარი იზოტონური ფოსფატის ბუფერული მარილის ხსნარის (pH  6,5-7,5)  გამოყენებით, რომელიც შეიცავს 80 პოლისორბატის 0,005 გ/ლ-ს. გამოიყენება ეტალონი პრეპარატის არანაკლებ სამი დოზა და გამოსაკვლევი პრეპარატის არანაკლებ სამი დოზა. დოზები ისე შეირჩევა, რომ დაზიანებული ადგილები იყოს არანაკლებ 8მმ და არაუმეტეს 25მმ დიამეტრის.  ხსნარი ნაწილდება უსისტემოდ გვერდებზე ლათინური კვადრატების მეთოდების გამოყენებით. ხდება თითოეული დოზის ინექცია უცვლელი ოდენობით 0,1მლ ან 0,2 მლ. იზომება დაზიანებული ადგილების დიამეტრები 24-28 საათის შემდეგ და ითვლება ტესტის შედეგი ჩვეულებრივი სტატისტიკური მეთოდის გამოყენებით, იმის გათვალისწინებით რომ დაზიანებული ადგილების დიამეტრები პირდაპირპროპორციული იყოს ტუბერკულინის კონცენტრაციის ლოგარითმისა.

8. „ტესტი არ ითვლება სწორად, სანამ სანდოობის ცდომილების ზღვარი (P = 0,95) არ იქნება ეფექტურობის მოსალოდნელი მაჩვენებლის არანაკლებ 50% და არაუმეტეს  200%. ეფექტურობის მოსალოდნელი მაჩვენებელი არ არის მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულინის ეფექტურობის განსაზღვრული  მაჩვენებლის არანაკლებ 66% და არაუმეტეს 150%. ეფექტურობის მოსალოდნელი მაჩვენებელი არ არის ფრინველის ტუბერკულინის ეფექტურობის განსაზღვრული  მაჩვენებლის არანაკლებ 75% და არაუმეტეს 133%. ეფექტურობის განსაზღვრული მაჩვენებელი ორივე ტუბერკულინისთვის (მსხვილფეხა  საქონლის და ფრინველის) არ არის 20 000 IU /მლ-ზე ნაკლები.

9. შენახვა უნდა განხორციელდეს სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 5±30C ტემპერატურაზე.

10. ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) თითოეულ მილილიტრზე ეფექტურობის მაჩვენებელი საერთაშორისო ერთეულებში;

ბ) ნებისმიერი დამატებული ნივთიერების დასახელება და რაოდენობა;

გ) ლიოფილიზირებული პრეპარატებისთვის:

გ.ა) დასამატებელი აღმდგენი სითხის (რესუსპენდირება)დასახელება და რაოდენობა;

გ.ბ) მითითება, რომ აღდგენის შემდეგ პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული.

11. კანშიდა ტუბერკულინის  ოფიციალურ ტესტებად მიჩნეულია:

ა)  ერთი (ცალკე აღებული) კანშიდა ტესტი (აღნიშნული ტესტის დროს კეთდება მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულინის ერთი ინექცია);

ბ) შედარებითი კანშიდა ტესტი (აღნიშნული ტესტის დროს კეთდება მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულინის ერთი ინექცია და ფრინველის ტუბერკულინის ერთი ინექცია ერთდროულად).

12. ინექცირებული ტუბერკულინის დოზა უნდა იყოს:

ა) მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულინის 2000 IU-ზე არანაკლები;

ბ) ფრინველის ტუბერკულინის 2000 IU-ზე არანაკლები.

13. ინექციის თითოეული დოზის რაოდენობა არ უნდა   აღემატებოდეს 0,2მლ.

14. ტუბერკულინის ტესტები ტარდება კისრის კანში ტუბერკულინის (ტუბერკულინების) ინექციით. ინექციის ადგილები მდებარეობს წინა და შუა კისრის მესამედების ზღვარზე. როცა ერთ ცხოველს უკეთდება ორივე, ფრინველისა და მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულინი,  ფრინველის ტუბერკულინის ინექციის ადგილი იქნება დაახლოებით 10 სმ-ზე კისრის შვერილიდან, ხოლო მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულინის ინექციის ადგილი – 12,5 სმ-ით ქვემოთ იმ ხაზიდან, რომელიც მხრის ხაზის თითქმის პარალელურია, ან კისრის სხვადასხა მხარეს; ახალგაზრდა ცხოველებში, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ადგილი კისრის ერთ მხარეს შესაბამისი ადგილების გამოსაყოფად, კეთდება ერთი ინექცია კისრის ორივე მხარეს იდენტურ ადგილებზე, კისრის შუა მესამედის ცენტრში.

15. ტუბერკულინის ტესტირების ტექნიკა და რეაქციების ინტერპრეტაცია მდგომარეობს შემდეგში:

ა) ინექციის ადგილებზე ხდება მომჭერის დამაგრება და გაწმენდა. თითოეულ მოკეცილ ადგილზე საჩვენებელ თითსა და ცერს შორის აქცევენ  კანის ნაკეცს, ზომავენ საზომი ჩანგლით და აღრიცხავენ. შემდეგ შეჰყავთ ტუბერკულინის დოზა იმ მეთოდის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ტუბერკულინის შეშვებას კანში. შეიძლება გამოყენებულ იქნას მოკლე სტერილური ნემსი, გარედან ირიბი კიდეებით, ტუბერკულინით ავსებული გრადუირებული შპრიცით, რომელიც ირიბად შეჰყავთ კანის სიღრმეში. სწორად გაკეთებული ინექცია მოწმდება პალპაციით -  ინექციის ორივე მხარეს აღინიშნება პატარა ბარდის ზომის შესიება. კანის ნაკეცის სისქე ინექციის ორივე მხარეს ინექციის შემდეგ ხელახლა იზომება 72 (±4) საათის შემდეგ და აღირიცხება;

ბ) რეაქციების ინტერპრეტაცია ეფუძნება  კლინიკურ დაკვირვებებს და ტუბერკულინის ინექციიდან 72 საათის შემდეგ ინექციის ადგილებზე კანის ნაკეცის სისქის ზრდას აღრიცხულ მაჩვენებელზე (მაჩვენებლებზე):

ბ.ა)   უარყოფითია რეაქცია თუ მხოლოდ მცირე ზომის შესიება აღინიშნება, კანის ნაკეცის სისქეში არაუმეტეს 2მმ-ის მომატებით არანაირი კლინიკური ნიშნით, როგორიცაა დიფუზიური ან დიდი მოცულობის შეშუპება, გამონაჟონი,   ნეკროზი, ტკივილი ან ამ არეში ლიმფური სადინრების ან ლიმფური კვანძების ანთება;

ბ.ბ) საეჭვოა რეაქცია, თუ არ აღინიშნება ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კლინიკური ნიშნები და თუ, კანის ნაკეცის სისქის ზრდა მეტია 2მმ-ზე  და ნაკლებია 4მმ-ზე;

ბ.გ) დადებითია რეაქცია თუ აღინიშნება ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კლინიკური ნიშნები და  თუ ინექციის ადგილზე კანის ნაკეცის სისქის ზრდა არის 4მმ ან უფრო მეტი.

16. კანშიდა ტუბერკულინის ოფიციალური ტესტების ინტერპრეტაციისას ერთი (ცალკე აღებული) კანშიდა ტესტისთვის:

ა) დადებითია, თუ მსხვილფეხა საქონლს აქვს დადებითი რეაქცია, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით;

ბ) საეჭვოა, თუ არის საეჭვო რეაქცია, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით;

გ) უარყოფითია, თუ  მსხვილფეხა საქონლს აქვს უარყოფითი რეაქცია, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით.

17.  ის ცხოველები, რომლებმაც გამოავლინეს საეჭვო რეაქცია ცალკეულ კანშიდა ტესტზე, ექვემდებარებიან კიდევ ერთი ტესტის ჩატარებას არანაკლებ 42 დღის შემდეგ.

18.  ის ცხოველები, რომლებმაც არ გამოავლინეს უარყოფითი რეაქცია ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ მეორე ტესტზე, ითვლებიან ტესტზე დადებითი რეაქციის მქონედ.

19.   ის ცხოველები, რომლებმაც გამოავლინეს დადებითი რეაქცია ცალკეულ კანშიდა ტესტზე, შეიძლება დაექვემდებარონ შედარებით კანშიდა  ტესტს იმ შემთხვევაში, თუ ივარაუდება ცრუ დადებითი რეაქცია ან არსებობს ეჭვი ინტერფერენციულ რეაქციაზე.

20. შედარებითი კანშიდა ტესტი, ტუბერკულოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის სტატუსის დასადგენად და შესანარჩუნებლად:

ა) დადებითია,  თუ მსხვილფეხა საქონლს აქვს დადებითი რეაქცია, რომელიც 4მმ-ით და უფრო მეტით აღემატება ფრინველის რეაქციას, ან არსებობს კლინიკური ნიშნები;

ბ)  საეჭვოა, თუ მსხვილფეხა საქონლს აქვს დადებითი ან საეჭვო  რეაქცია, რომელიც 1-4 მმ-ით აღემატება  ფრინველის რეაქციას და არ არსებობს კლინიკური ნიშნები;

გ) უარყოფითია, თუ  მსხვილფეხა საქონლს აქვს უარყოფითი რეაქცია ან  დადებითი ან საეჭვო რეაქცია, რომელიც ტოლია ან ნაკლებია ფრინველის დადებით ან საეჭვო რეაქციაზე და ორივე შემთხვევაში არ არსებობს კლინიკური ნიშნები;

დ)  ის ცხოველი, რომელმაც გამოავლინა საეჭვო რეაქცია შედარებით კანშიდა ტესტზე, ექვემდებარება კიდევ ერთი ტესტის ჩატარებას არაუადრეს 42 დღისა. ის ცხოველი, რომელმაც არ გამოავლინა უარყოფითი რეაქცია  მეორე ტესტზე, ითვლება ტესტზე დადებითი რეაქციის მქონედ.

21. ტუბერკულოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის სტატუსი შეიძლება შეჩერდეს და აიკრძალოს, ქვეყნის  შიგნით ამ ჯოგის ცხოველით ვაჭრობა იმ დრომდე, სანამ  არ გაირკვევა სტატუსი:

ა) ცხოველისა, რომელიც ითვლება ცალკეულ  კანშიდა ტესტზე საეჭვო რეაქციის მქონედ;

ბ) ცხოველისა, რომელიც ითვლება ცალკეულ  კანშიდა ტესტზე დადებითი რეაქციის მქონედ, მაგრამ განმეორებით შემოწმებას საჭიროებს შედარებითი კანშიდა ტესტით;

გ) ცხოველისა, რომელიც ითვლება შედარებით კანშიდა ტესტზე საეჭვო რეაქციის მქონედ.

22. იქ, სადაც  ცხოველს გადაადგილებამდე უნდა ჩაუტარდეს კანშიდა ტესტირება, ტესტის ინტერპრეტაციის მიხედვით, არცერთი ცხოველი, რომელსაც აღენიშნება კანის ნაკეცის სისქის მომატება 2მმ-ს ზემოთ, ან კლინიკური ნიშნების არსებობა, არ დაიშვება ქვეყნის შიგნით ვაჭრობაზე.

23. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაინფიცირებული და დაავადებული ცხოველების მაქსიმალური რაოდენობის გამოვლენა ჯოგსა თუ ქვეყნის ნაწილში, სააგენტომ შეიძლება შეცვალოს ტესტირების ინტერპრეტაციის კრიტერიუმები, რათა გაუმჯობესდეს ტესტზე მგრძნობელობა ამ მუხლის მე-16 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-20 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა საეჭვო რეაქციის დადებითად  მიჩნევით.

24. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაინფიცირებული და დაავადებული ცხოველების მაქსიმალური რაოდენობის გამოვლენა ჯოგსა თუ ქვეყნის ნაწილში, სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია გამა-ინტერფერონის გამოყენებით დამატებით ტესტირებაზე, რომელიც მითითებულია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  (OIE) “დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში” (მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულოზი), ტუბერკულინის ტესტთან ერთად.

25.  სააგენტო და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (შემდეგში ლაბორატორია) პასუსმგებელნი არიან ამ მუხლის მე-2-24-ე პუნქტებით განსაზღვრული ტუბერკულინებით ან რეაგენტებით (საჭიროებისამებრ) ოფიციალური ტესტირების ჩატარებაზე, რათა აღნიშნული ტუბერკულინებიდან და რეაგენტებიდან თითოეული შეესაბამებოდეს ამ მუხლის  მე-2-მე-8 პუნქტებით და, საჭიროების შემთხვევაში 24-ე პუნქტით  განსაზღვრულ  სტანდარტებს.

თავი V

ბრუცელო