ა) არ გამოვლენილა მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის შემთხვევის არანაირი მტკიცებულება კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად და ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა გასული ორი წლის განმავლობაში;
ბ) 24 თვეზე მეტი ასაკის ყველა ცხოველმა უარყოფითი რეაქცია გამოავლინა გასული 12 თვის მანძილზე ამ და VII თავით განსაზღვრულ არანაკლებ 4 თვის ინტერვალებით ჩატარებულ ორ ტესტზე ან ის აკმაყოფილებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და იმყოფება მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზით ოფიციალურად თავისუფალ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში.
2. ჯოგი ინარჩუნებს მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალ სტატუსს თუ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა შესრულებას კვლავ ექვემდებარება;
ბ) ჯოგში შეყვანილი ნებისმიერი ცხოველი წარმოშობილია მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან;
გ) 24 თვეზე მეტი ასაკის ყველა ცხოველი ავლენს უარყოფით რეაქციას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად, სამი წლის ინტერვალით, ჩატარებულ ტესტზე;
დ) ჯოგში შეყვანილი იმ სანაშენე ცხოველების იმპორტი, რომლებიც წარმოშობით არიან სხვა ქვეყნიდან, განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ჯოგს უჩერდება ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები არ სრულდება ან იმ შემთხვევაში, როცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ან კლინიკური ნიშნების საფუძველზე ერთი ან მეტი მსხვილფეხა ცხოველი საეჭვოა ენზოოტიური ლეიკოზზე და იგი დაუყოვნებლივ დაიკვლება.
4. მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი ჩერდება თუ მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის ცალკეულმა ცხოველმა დადებითი რეაქცია გამოავლინა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრული ტესტებიდან ერთ-ერთზე ან როცა ინფექცია სხვა მონაცემებით საეჭვოა ჯოგის ერთ რომელიმე ცხოველში, კერძოდ:
ა) ცხოველი, რომელსაც აქვს დადებითი რეაქცია და ძროხის შემთხვევაში, ხბო, რომელიც შესაძლოა მან მოიგო, მიჰყავთ ჯოგიდან დასაკლავად სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის ქვეშ;
ბ) დადებითი რეაქციის მქონე ცხოველისა და მისი შესაძლო ნაშიერის ჯოგიდან გაყვანიდან სულ მცირე სამი თვის შემდეგ, 12 თვეზე მეტი ასაკის ჯოგის ყველა ცხოველს აქვს უარყოფითი რეაქცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩატარებულ ორ სეროლოგიურ ტესტზე (არანაკლებ 4 თვისა და 12 თვეზე ნაკლები პერიოდის დაშორებით);
გ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩატარდა უარყოფითი შედეგით და დაინფიცირებულ ჯოგთან ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული ჯოგი დაექვემდებარა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზომებს.
5. მიუხედავად ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა, სააგენტომ შეიძლება დაუშვას გამონაკლისი დაინფიცირებული ძროხის ხბოს დაკვლის ვალდებულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ის დედას დააშორეს დაბადებისთანავე. ასეთ შემთხვევაში ხბო ექვემდებარება ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი ჩერდება იქ, სადაც მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზით ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის ერთზე მეტმა ცხოველმა დადებითი რეაქცია გამოავლინა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრული ტესტებიდან ერთ-ერთზე ან სადაც ინფექცია სხვაგვარად საეჭვოა ჯოგის ერთზე მეტ ცხოველში:
ა) ნებისმიერი ცხოველი, რომელმაც დადებითი რეაქცია გამოავლინა და ძროხის შემთხვევაში, მისი ხბოც, ექვემდებარება დაკვლას სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ;
ბ) 12 თვეზე მეტი ასაკის ჯოგის ყველა ცხოველმა უარყოფითი რეაქცია უნდა გამოავლინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად არანაკლებ 4 და არა უმეტს 12 თვის ინტერვალებით ჩატარებულ ორ ტესტზე;
გ) ჯოგის ყველა სხვა ცხოველი იდენტიფიკაციის შემდეგ რჩება სადგომში, სანამ არ გახდება 24 თვეზე მეტი ასაკის და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად არ ჩაუტარდება გამოკვლევა აღნიშნული ასაკის შესრულების შემდეგ, გარდა იმისა, როცა სააგენტომ შეიძლება დაუშვას ასეთი ცხოველის პირდაპირ დასაკლავად გაგზავნა სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ;
დ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩატარდა უარყოფითი შედეგით და დაინფიცირებულ ჯოგთან ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული ყველა ჯოგი დაექვემდებარა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზომებს.
7. მიუხედავად ამისა, სააგენტომ შეიძლება დაუშვას დაინფიცირებული ძროხის ხბოს დაკვლის ვალდებულებისგან გამონაკლისი, იმ შემთხვევაში, თუ ის დედას დააშორეს დაბადებისთანავე. ასეთ შემთხვევაში ხბო ექვემდებარება ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
8. ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფლად თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ყველა პირობა სრულდება და მსხვილფეხა საქონლის ჯოგების სულ მცირე 99,8% არის მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი;
ბ) ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში არ დადასტურებულა მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის არც ერთი შემთხვევა უკანასკნელი სამი წლის მანძილზე და სავარაუდოდ მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზით გამოწვეული სიმსივნის არსებობაზე, სავალდებულოა შეტყობინება გამომწვევის მიზეზის მოკვლევით და:
ბ.ა) ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის შემთხვევაში, ჯოგების სულ მცირე 10 %-ში, 24 თვეზე მეტი ასაკის ყველა ცხოველს შემთხვევითი შერჩევით ჩაუტარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამოკვლევა უარყოფითი შედეგებით წინა 24 თვის მანძილზე;
ბ.ბ) ან ქვეყნის ნაწილის შემთხვევაში, 24 თვეზე მეტი ასაკის ყველა ცხოველს ჩაუტარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრული ტესტი უარყოფითი შედეგებით წინა 24 თვის მანძილზე;
გ) სხვა რომელიმე მეთოდი, რომელიც 99% სანდოობით აჩვენებს, რომ ჯოგების 0,2 %-ზე ნაკლები იყო დაინფიცირებული.
9. ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი ინარჩუნებს მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალის სტატუსს თუ:
ა) ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში დაკლული ყველა ცხოველი ექვემდებარება დაკვლისშემდგომ შემოწმებას, რომლის დროსაც სიმსივნის ყველა შემთხვევა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის ვირუსით, იგზავნება ლაბორატორიულ გამოკვლევაზე;
ბ) ქვეყანა ატყობინებს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის ყველა შემთხვევის შესახებ;
გ) ყველა ის ცხოველი, რომელმაც დადებითი რეაქცია გამოავლინა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრული ტესტებიდან რომელიმე ტესტზე, იკვლება და მათი ჯოგები რჩებიან შეზღუდვების ქვეშ ამ მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სტატუსის აღდგენამდე და ორ წელზე მეტი ასაკის ყველა ცხოველს ჩაუტარდა ტესტი ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად, სტატუსის მინიჭებიდან პირველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ან სხვა რომელიმე მეთოდის საფუძველზე (რომელიც 99% სანდოობით აჩვენებს, რომ ჯოგების 0,2 %-ზე ნაკლებია დაინფიცირებული) - სტატუსის მინიჭებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში, რომელშიც მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა 10 000 ჯოგიდან არც ერთში, არანაკლებ სამი წელი, შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვტილება რეგულარული სეროლოგიური გამოკვლევების შემცირების შესახებ, თუ ჯოგების სულ მცირე 1%-ში, 12 თვეზე მეტი ასაკის ყველა მსხვილფეხა საქონელი, ყოველწლიურად შემთხვევითი შერჩევით დაექვემდებარა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრულ გამოკვლევას.
10. ქვეყანას ან ქვეყნის ნაწილს მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან თავისუფალი სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიურ ლეიკოზთან მიმართებაში სიტუაციის მკვეთრ ცვლილებასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულება.
11. მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალის სტატუსი ქვეყანას ან ქვეყნის ნაწილს შეიძლება აღუდგეს როცა შესრულდება ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები.
მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის ტესტე