ა) აბორტირებულ (რუდიმენტულ) მასალაში, ვაგინალურ გამონადენსა ან რძეში ვლინდება ბრუცელას სავარაუდო არსებობა ბრუცელას მორფოლოგიის მქონე ორგანიზმის მოდიფიცირებული მჟავით ან იმუნოსპეციფიური შეფერილობით, განსაკუთრებით, თუ ის გამყარებულია სეროლოგიური ტესტებით. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (შემდეგში - PCR) მეთოდი წარმოადგენს ბრუცელოზის აღმოჩენის დამატებით საშუალებას;
ბ) როცა შესაძლებელია, brucella spp უნდა განცალკევდეს ბაქტერიის კულტურის ჩვეულებრივი ან შერჩევითი ნიადაგის გამოყენებით საშვილოსნოს გამონადენიდან, ნაადრევი ნაყოფისგან, ცურის სეკრეტისგან ან შერჩეული ქსოვილისგან, როგორიცაა ლიმფური კვანძები და მამრობითი და მდედრობითი რეპროდუქციული ორგანოები;
გ) განცალკევების შემდეგ, სახეობები და ბიოვარი იდენტიფიცირდება ფაგის ლიზისით ან/და მჟანგავი მეტაბოლიზმის ტესტებით, კულტურალური, ბიოქიმიური და სეროლოგიური კრიტერიუმებით. PCR იძლევა ორივე, კომპლემენტარული და ბიოტიპირების მეთოდის გამოყენების საშუალებას სპეციფიკურ გენომურ მიმდევრობაზე დაყრდნობით;
დ) გამოყენებული მეთოდები და ნიადაგი, მათი სტანდარტიზაცია და შედეგების ინტერპრეტაცია უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) “ხმელეთის ცხოველების დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს” (მეექვსე გამოცემა, 2008, თავი 2.4.3 მსხვილფეხა საქონლის ბრუცელოზი), თავი 2.7.2 (თხისა და ცხვრის ბრუცელოზი) და თავი 2.8.5 (ღორის ბრუცელოზი) მიხედვით განსაზღვრულ მეთოდებსა და ნიადაგებს.
2. იმუნოლოგიური ტესტებიდან brucella abortus-ის ბიოვარი 1 ვეიბრიჯის შტამი No 99 ან ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნების დეპარტამენტის (USDA) შტამი 1119-3 გამოყენებული უნდა იქნეს ყველა ანტიგენის მომზადებაში, რომელიც გამოიყენება როზბენგალ ტესტში, სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტში, კომპლემენტის ფიქსაციის ტესტში და რძის რგოლური რეაქციის ტესტში.
3. როზბენგალ ტესტი, სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტი, კომპლემენტის ფიქსაციის ტესტი და რძის რგოლური რეაქციის ტესტისთვის შრატის სტანდარტის ეტალონი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) შრატის სტანდარტის საერთაშორისო ეტალონს (შემდგომში - OIEISS), რომელსაც ადრე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) უწოდა მეორე საერთაშორისო brucella abortus-ის საწინააღმდეგო შრატი (ISAbS).
4. სტანდარტული რეფერალური შრატები ELISA-თვის იქნება:
ა) OIEISS;
ბ) სუსტი დადებითი OIE ELISA შრატის სტანდარტი (OIEELISAWPSS);
გ) ძლიერი დადებითი OIE ELISA შრატის სტანდარტი (OIEELISASPSS);
დ) უარყოფითი OIE ELISA შრატის სტანდარტი (OIEELISANSS).
5. სტანდარტული რეფერალური შრატები ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტისთვის(FPAs) იქნება:
ა) სუსტი დადებითი OIE ELISA შრატის სტანდარტი (OIEELISAWPSS);
ბ) ძლიერი დადებითი OIE ELISA შრატის სტანდარტი (OIEELISASPSS);
გ) უარყოფითი OIE ELISA შრატის სტანდარტი (OIEELISANSS).
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შრატების სტანდარტების მიღება შესაძლებელია ბრუცელოზის რეფერენს ლაბორატორიაში ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ვეიბრიჯის ვეტერინარული ლაბორატორიების სააგენტოში (VLA).
7. OIEISS, OIEELISAWPSS, OIEELISASPSS და OIEELISANSS წამოადგენენ პირველად საერთაშორისო სტანდარტებს, რომლითაც დგინდება შრატის მეორადი ეროვნული სტანდარტების ეტალონი (მუშა სტადარტები) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თითოეული ტესტისთვის.
8. ELISA ან სხვა შემაკავშირებელი ანალიზები შრატში ან რძეში მსხვილფეხა საქონლის ბრუცელოზის დასადგენად გამოყენებული ტექნიკა და შედეგების ინტერპრეტაცია უნდა დამტკიცდეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) „ხმელეთის ცხოველების დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს” (მეექვსეე გამოცემა, 2008) ამ თავის 1.1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად და უნდა მოიცავდეს სულ მცირე ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს.
9. შრატის ცალკეული ნიმუშების ტესტირების პროცედურის სტანდარტიზაციისათვის:
ა) 1/150 OIEISS -ის, 1/2 OIEELISAWPSS -ის ან 1/16 OIEELISASPSS -ის წინასწარ მომზადებულმა ხსნარმა, რომელიც მომზადებულია უარყოფით შრატში (ან უარყოფითი შრატების ნარევში), უნდა გამოავლინოს დადებითი რეაქცია;
ბ) 1/600 OIEISS -ის, 1/8 OIEELISAWPSS -ის ან 1/64 OIEELISASPSS -ის წინასწარ მომზადებულმა ხსნარმა, რომელიც მომზადებულია უარყოფით შრატში (ან უარყოფითი შრატების ნარევში), უნდა გამოავლინოს უარყოფითი რეაქცია;
გ) OIEELISANSS -მა ყოველთვის უნდა გამოავლინოს უარყოფითი რეაქცია.
10. შერეული შრატის ნიმუშების ტესტირების პროცედურის სტანდარტიზაციისათვის:
ა) 1/150 OIEISS -ის, 1/2 OIEELISAWPSS -ის ან 1/16 OIEELISASPSS -ის წინასწარ მომზადებულმა ხსნარმა, რომელიც მომზადებულია უარყოფით შრატში (ან უარყოფითი შრატების ნარევში) და კიდევ ერთხელ გახსნილია უარყოფით შრატში ნიმუშების ნარევით, უნდა გამოავლინოს დადებითი რეაქცია;
ბ) OIEELISANSS -მა ყოველთვის უნდა გამოავლინოს უარყოფითი რეაქცია;
გ) ტესტი უნდა იყოს ისეთი, რომ შეძლოს ინფექციის მტკიცებულების აღმოჩენა ცხოველების ჯგუფის ცალკეულ ცხოველში, რომლის შრატის ნიმუშიც შეურიეს შრატების ნარევში.
11. შერეული რძის ან შრატის ნიმუშების ტესტირების პროცედურის სტანდარტიზაციისათვის:
ა) 1/1000 OIEISS -ის, 1/16 OIEELISAWPSS -ის ან 1/125 OIEELISASPSS -ის წინასწარ მომზადებულმა ხსნარმა, რომელიც მომზადებულია უარყოფით შრატში (ან უარყოფითი შრატების ნარევში) და კიდევ ერთხელ გახსნილია 1/10 უარყოფით რძეში, უნდა გამოავლინოს დადებითი რეაქცია;
ბ) OIEELISANSS -მა, რომელიც გახსნილია 1/10 უარყოფით რძეში, ყოველთვის უნდა გამოავლინოს უარყოფითი რეაქცია;
გ) ტესტი უნდა იყოს ისეთი, რომ შეძლოს ინფექციის მტკიცებულების აღმოჩენა ცხოველების ჯგუფის ცალკეულ ცხოველში, რომლის რძის ან შრატის ნიმუშები იქნა შერეული.
12. მსხვილფეხა საქონლის ბრუცელოზის დიაგნოზისთვის ELISA-ს გამოყენების პირობებია:
ა) შრატის ნიმუშებზე ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ELISA-ს კალიბრაციის პირობების გამოყენება, ELISA-ს დიაგნოსტიკური მგრძნობელობა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს როზბენგალ ტესტს ან კომპლემენტ ფიქსაციის ტესტს იმ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც მას იყენებენ;
ბ) შერეული რძის ნიმუშებზე ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ELISA-ს კალიბრაციის პირობების გამოყენება, ELISA-ს დიაგნოსტიკური მგრძნობელობა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს რძის რგოლურ ტესტს არა მარტო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, არამედ ასევე პროდუქციაში საშუალო და მოსალოდნელი განსხვავებული მაჩვენებლების მქონე მეცხოველეობის სისტემების გათვალისწინებითაც;
გ) იქ, სადაც ELISA გამოიყენება დამადასტურებელი მიზნებისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ან ჯოგის სტატუსის დასადგენად ან შესანარჩუნებლად ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის 25-ე პუნქტის შეაბამისად, შრატის ნიმუშების ნარევში მოთავსება უნდა მოხდეს ისე, რომ ტესტის შედეგები დანამდვილებით ეკუთვნოდეს იმ ცალკეულ ცხოველს, რომლის ნიმუშებიც ნარევში მოათავსეს. რომელიმე საკონტროლო ტესტის ჩატარება უნდა განხორციელდეს ცალკეული ცხოველებიდან აღებული შრატის ნიმუშებზე;
დ) ELISA შეიძლება გამოყენებულ იქნეს რძის ნიმუშზე, რომელიც აღებულია ისეთი ფერმიდან მოგროვებული რძიდან, სადაც სულ მცირე 30 % მეწველი ძროხაა. ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული ზომები, რათა გამოკვლეული ნიმუშები დანამდვილებით ეკუთვნოდეს იმ ცალკეულ ცხოველებს, რომლებისგანაც რძეა მიღებული. აუცილებელია რომელიმე საკონტროლო ტესტის ჩატარება ცალკეული ცხოველებიდან აღებული შრატის სინჯებზე.
13. კომპლემენტის ფიქსაციის ტესტის დროს:
ა) ანტიგენი წარმოადგენს ბაქტერიულ სუსპენზიას ფენოლის მარილიან ხსნარში (NACl 0,85% (მ/ვ) და ფენოლი 0,5% (ვ/ვ)) ან ვერონალის ბუფერში. ანტიგენის მიღება შეიძლება კონცენტრირებული სახით, ამასთან, გამოსაყენებელი ნაზავის კოეფიციენტი მითითებული უნდა იყოს ფლაკონის ეტიკეტზე. ანტიგენი ინახება 4°C –ზე და არა გაყინულ მდგომარეობაში;
ბ) შრატების ინაქტივაცია ხდება შემდეგნაირად:
ბ.ა) მსხვილფეხა საქონლის შრატი - 56°C-60°C-ზე 30-50 წუთის განმავლობაში;
ბ.ბ) ღორის შრატი- 60°C-ზე 30-50 წუთის განმავლობაში;
გ) ბუნებრივი რეაქციის მისაღებად გამოიყენება დამატებითი დოზა, რომელიც მეტია ჰემოლიზის მთლიანი დოზის აუცილებელ მინიმუმზე;
დ) ყოველ ჯერზე მიღებული უნდა იქნეს კონტროლის შემდეგი ზომები:
დ.ა) შრატის ანტიკომპლემენტარული ეფექტის კონტროლი;
დ.ბ) ანტიგენის კონტროლი;
დ.გ) სისხლის მგრძნობიარე წითელი უჯრედების კონტროლი;
დ.დ) კომპლემენტის კონტროლი;
დ.ე) რეაქციის დასაწყისში მგრძნობელობის დადებითი შრატის გამოყენების კონტროლი;
დ.ვ) რეაქციის სპეციფიკის კონტროლი უარყოფითი შრატის გამოყენებით.
14. შედეგების დათვლა OIEISS მოიცავს 1 000 საერთაშორისო CFT ერთეულს (ICFTU) ერთ მლ-ზე. თუ OIEISS-ს ტესტირება ხდება აღნიშნული მეთოდით შედეგი განისაზღვრება ტიტრის სახით. (ე.ი.OIEISS-ის პირდაპირი ნაზავის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იძლევა ჰემოლიზის 50%-ს, TOIEISS). ტიტრებში განსაზღვრული (TTESTSERUM) შრატის ტესტირების შედეგი გამოსახული უნდა იყოს ICFTU-ში ერთ მლ-ზე. ტიტრით გამოსახულის ICFTU-ში გადასაყვანად ფაქტორი (F), რომელიც აუცილებელია ამ მეთოდით ტესტირებული უცნობი სატესტო შრატის (TTESTSERUM) ტიტრის გარდასაქმენლად ICFTU-ში, მიიღება F=1 000×1/ TOIEISS ფორმულით და სატესტო შრატის ერთ მლ-ზე CFT-ს საერთაშორისო ერთეულების შემადგენლობა (ICFTUTESTSERUM) ICFTUTESTSERUM =F×TTESTSERUM ფორმულით.
15. შედეგების ინტერპრეტაციისას შრატი, რომელიც შეიცავს 20 ან მეტ ICFTU-ს ერთ მლ-ზე ითვლება დადებითად.
16. რძის რგოლური რეაქციის ტესტის :
ა) ანტიგენი წარმოადგენს ბაქტერიულ სუსპენზიას ფენოლის მარილიან სხნარში (NaCl 0,85 % (m/v) და ფენოლი 0,5 % (v/v)), რომელიც შეფერილია ჰემატოქსილინით. ანტიგენი ინახება 4°C–ზე და არა გაყინულ მდგომარეობაში;
ბ) ანტიგენის მგრძნობელობის სტანდარტიზაცია ხდება OIEISS-თან კავშირში ისე, რომ ანტიგენი 1/500 განზავებით ავლენს დადებით რეაქციას უარყოფით რძეში, როცა 1/1000 განზავებაში უნდა იყოს უარყოფითი;
გ) ჩატარება ხდება ისეთ ნიმუშებზე, რომლებიც აღებულია რძის თითოეული ბიდონიდან ან ფერმაში შეგროვებილ რძის თითოეული ცისტერნიდან;
დ) განხორციელებისას რძის ნიმუშები არ უნდა გაიყინოს, გახურდეს ან განიცადოს ძლიერი რყევა;
ე) რეაქცია უნდა განხორციელდეს ქვემოთ განსაზღვრული მეთოდებიდან ერთ-ერთის გამოყენებით:
ე.ა) არანაკლებ 25მმ სიმაღლის რძის სვეტზე და რძის მოცულობის 1მლ-ზე, რომელზეც დამატებულია 0,03 ან 0,05 მლ ერთ-ერთი სტანდარტიზირებული შეფერილი ანტიგენი;
ე.ბ) არანაკლებ 25მმ სიმაღლის რძის სვეტზე და რძის მოცულობის 2მლ-ზე, რომელზეც დამატებულია 0,05 მლ ერთ-ერთი სტანდარტიზებული შეფერილი ანტიგენი;
ე.გ) რძის მოცულობის 8 მლ-ზე, რომელზეც დამატებულია 0,08 მლ ერთ-ერთი სტანდარტიზირებული შეფერილი ანტიგენი;
ვ) ანტიგენებისა და რძის ნაზავის ინკუბაცია უნდა მოხდეს 37°C-ზე 60 წუთის განმავლობაში უარყოფით და დადებით მუშა სტანდარტებთან ერთად. შემდგომი 16-24 საათიანი ინკუბაცია 4°C-ზე ზრდის ტესტის მგრძნობელობას.
ზ) შედეგების ინტერპრეტაციისას:
ზ.ა) უარყოფითი რეაქციაა თუ წარმოიქმნება შეფერილი რძე, უფერო ნაღები;
ზ.ბ) დადებითი რეაქციაა თუ წარმოიქმნება ერთნაირად შეფერილი რძე და ნაღები ან უფერო რძე და შეფერილი ნაღები.
17. როზბენგალ ტესტის:
ა) ანტიგენი წარმოადგენს ბაქტერიულ სუსპენზიას ბუფერიზებული ბრუცელა ანტიგენის გამხსნელში 3,65 ± 0,05 pH-ზე, რომელიც შეფერილია ბენგალის ვარდის ფერით. ანტიგენს მზა მდგომარეობაში იღებენ და ინახავენ 4°c -ზე და არა გაყინულ მდგომარეობაში.
ბ) ანტიგენი მზადდება უჯრედის კონცეტრაციისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი მგრძნობელობის სტანდარტიზაცია ხდება OIEISS-თან კავშირში ისე, რომ ანტიგენი ავლენს დადებით რეაქციას 1/45 შრატის ხსნართან და უარყოფით რეაქციას – 1/55 ხსნართან;
გ) ჩატარება ხდება შემდეგნაირად:
გ.ა) შრატი (20-30 μl) ზავდება ანტიგენის თანაბარ ოდენობასთან კერამიკის თეთრ ფილაზე ან ემალის ფირფიტაზე, ისე რომ წარმოქმნას დაახლოებით 2 სმ დიამეტრის ზონა. აღნიშნული ნაზავი ირევა ფრთხილად ოთხი წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ ხდება მასზე დაკვირვება აგლუტინაციისთვის საჭირო განათებაზე;
გ.ბ) შეიძლება ავტომატიზებული მეთოდის გამოყენება, მაგრამ იგი უნდა იყოს სულ მცირე ისეთივე მგრძნობელობის და სიზუსტის, როგორიცაა არაავტომატური მეთოდი;
დ) შედეგების ინტერპრეტაციისას:
დ.ა) ნებისმიერი თვალსაჩინო რეაქცია ითვლება დადებითად, სანამ არ აღინიშნება კიდეების გარშემო გადამეტებული გამოშრობა;
დ.ბ) ტესტების თითოეულ სერიაში გათვალისწინებული უნდა იყოს დადებითი და უარყოფითი სამუშაო სტანდარტები.
18. სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტის:
ა) ანტიგენი წარმოადგენს ბაქტერიულ სუსპენზიას ფენოლის მარილიან სხნარში (NaCl 0,85 % (m/v)და ფენოლი 0,5 % (v/v)), რისთვისაც ფორმალდეჰიდის გამოყენება აკრძალულია;
ბ) ანტიგენის მიღება შეიძლება კონცენტრირებული სახით, ამასთან, გამოსაყენებელი ნაზავის კოეფიციენტი მითითებული უნდა იყოს ფლაკონის ეტიკეტზე;
გ) საბოლოო ნაზავის 5მმ-დე ანტიგენის სუსპენზიას, მცდარი დადებითი შედეგის შესამცირებლად, შეიძლება დაემატოს EDTA (ანტიკოაგულანტი-ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა) სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტში და ბოლოს, ანტიგენის სუსპენზიაში pH უნდა დარეგულირდეს 7.2-ზე;
დ) OIEISS შეიცავს აგლუტინაციის 1 000 საერთაშორისო ერთეულს;
ე) ანტიგენი მზადდება უჯრედის კონცეტრაციისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი მგრძნობელობის სტანდარტიზაცია ხდება OIEISS –თან კავშირში ისე, რომ ანტიგენი ავლენს ან 50% აგლუტინაციას 1/600 - 1/1 000 შრატის საბოლოო ნაზავთან ან 75% აგლუტინაციას 1/500 - 1/750 შრატის საბოლოო ნაზავთან;
ვ) ანტიგენის ახალი და ადრე სტანდარტიზებული პარტიების რეაქტიულობის შედარება რეკომენდებულია უკვე განსაზღვრული შრატების გამოყენებით;
ზ) ჩატარება ხდება მილში ან მიკროპლანშეტზე. ანტიგენებისა და შრატის ნაზავის ინკუბაცია უნდა მოხდეს 16-24 საათის განმავლობაში 37°C -ზე;
თ) თითოეული შრატისთვის უნდა მომზადდეს არანაკლებ 3 ხსნარი. საეჭვო შრატის ხსნარი ისე უნდა მომზადდეს, რომ რეაქციის წაკითხვა დადებითობის მაჩვენებლის ზღვარზე მოხდეს შუა მილში (ან მიკროპლანშეტის შემთხვევაში - ბუდეში);
ი) შედეგების ინტერპრეტაციისას:
ი.ა) შრატში ბრუცელას აგლუტინაციის ხარისხი გამოიხატება IU-ში ერთ მლ-ზე;
ი.ბ) შრატი, რომელიც შეიცავს 30 ან მეტ IU –ს ერთ მილზე ითვლება დადებითად.
19. ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტის:
ა) ჩატარება შეიძლება მინის მილში ან 96 ბუდიან პლანშეტში. გამოყენებული მეთოდი, მისი სტანდარტიზაცია და შედეგების ინტერპრეტაცია უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) „ხმელეთის ცხოველების დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს” (მსხვილფეხა საქონლის ბრუცელოზი) მიხედვით განსაზღვრულს;
ბ) სტანდარტიზაცია უნდა მოხდეს ისე, რომ:
ბ.ა) OIEELISASPSS და OIEELISAWPSS მუდმივად იძლეოდეს დადებით შედეგებს;
ბ.ბ) 1/8 OIEELISAWPSS -ის წინასწარ მომზადებული ხსნარი ან 1/64 OIEELISASPSS -ის წინასწარ მომზადებული ხსნარი, რომელიც მომზადებულია უარყოფით შრატში (ან უარყოფითი შრატების ნარევში), ყოველთვის ავლენდეს უარყოფითი რეაქციას;
ბ.გ) OIEELISANSS ყოველთვის ავლენდეს უარყოფითი რეაქციას;
ბ.დ) ტესტების თითოეული პარტიაში უნდა იყოს: ძლიერი დადებითი, სუსტი დადებითი, უარყოფითი სამუშაო სტანდარტის შრატი (კალიბრირებული OIE ELISA სტანდარტული შრატების მიხედვით).
დამატებითი ტესტები.
20. ბრუცელოზის კანის ტესტის გამოყენების პირობებია:
ა) მისი არ გამოყენება ქვეყნის შიგნით ვაჭრობის დადასტურების მიზნებისთვის;
ბ) აუცრელ ცხოველებში ბრუცელოზის აღმოსაჩენად გამოყენება (ბრუცელოზის კანის ტესტი ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური ტესტია), თუმცა, დიაგნოზი არ უნდა დაისვას მხოლოდ დადებით კანშიდა რეაქციებზე დაყრდნობით;
გ) ის მსხვილფეხა ცხოველი, რომელსაც გაუკეთდა ანალიზი და გამოავლინა უარყოფითი რეაქცია ამ მუხლით განსაზღვრულ ერთ რომელიმე სეროლოგიურ ტესტში და ამასთან, დადებითი რეაქცია გამოავლინა ბრუცელოზის კანის ტესტზე ითვლება დაინფიცირებულად ან დაინფიცირებაზე საეჭვოდ;
დ) ის მსხვილფეხა ცხოველი, რომელსაც გაუკეთდა ანალიზი და გამოავლინა დადებითი რეაქცია ამ მუხლით განსაზღვრულ ერთ რომელიმე სეროლოგიურ ტესტზე, შეიძლება დაექვემდებაროს ბრუცელოზის კანის ტესტს სეროლოგიური ტესტების შედეგების ინტერპრეტაციის გასამყარებლად; განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალ ჯოგში და ბრუცელოზისაგან თავისუფალ მსხვილფეხა საქონლის ჯოგში ანტისხეულების ჯვარედინი რეაქცია სხვა ბაქტერიებზე არ გამოირიცხება.
21. ბრუცელოზის კანის ტესტი უნდა ჩატარდეს ბრუცელოზის სტანდარტიზებული და განსაზღვრული პრეპარატის ალერგენის გამოყენებით, რომელიც არ შეიცავს ლიპოპორისაქარიდის (LPS) ანტიგენს, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს განუსაზღვრელი ალერგიული რეაქციები ან ხელი შეუშალოს შემდგომ სეროლოგიურ ტესტებს.
22. ბრუცელინის წარმოების მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) “ხმელეთის ცხოველების დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს” შესაბამის მოთხოვნებთან.
23. ბრუცელოზის კანის ტესტის ჩატარებისას:
ა) ბრუცელოზის ალერგენის 0.1 მლ მოცულობა შეჰყავთ კუდთან ახლოს კანში, ფერდის კანში ან კისრის გვერდზე;
ბ) ტესტის წაკითხვა ხდება 48-72 საათის შემდეგ;
გ) კანის სისქე ინექციის ადგილზე იზომება შტანგენცირკულით ინექციამდე და ხელახალი შემოწმებისას;
24. ბრუცელოზის კანის ტესტის შედეგების ინტერპრეტაციისას:
ა) ძლიერი რეაქციები ადვილად ამოსაცნობია ადგილობრივი შესიებით და გამაგრებით;
ბ) კანის 1-2 მმ-იანი გასქელება შეიძლება ჩაითვალოს ბრუცელოზის კანის ტესტზე დადებით რეაქციად.
25. კონკურენტული მყარფაზიანი იმუნოფერმენტული ანალიზის (cELISA) გამოყენებისას მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც გაუკეთდა ანალიზი და გამოავლინა დადებითი რეაქცია ამ მუხლით განსაზღვრულ ერთ რომელიმე სხვა სეროლოგიურ ტესტზე შეიძლება დაექვემდებაროს cELISA-ს, სხვა სეროლოგიური ტესტების შედეგების ინტერპრეტაციის გასამყარებლად, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალ ან ბრუცელოზისაგან თავისუფალ მსხვილფეხა საქონლის ჯოგში ანტისხეულების ჯვარედინი რეაქცია სხვა ბაქტერიებზე არ არის გამორიცხული, ან S19-ით ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი (ნაშთი) ანტისხეულებით გამოწვეული რეაქციების აღმოსაფხვრელად.
26. cELISA-ის ტესტი უნდა ჩატარდეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) „დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში” განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.
მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგი, ქვეყნის ნაწილი და ქვეყა