ა) ვაჭრობდეს მხოლოდ ტუბერკულოზისგან, ბრუცელოზისგან და ლეიკოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან წარმოშობილი იდენტიფიცირებული ცხოველით ან დასაკლავად განკუთვნილი ცხოველით, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პირობებს ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტს; ამ მიზნით, დილერი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი იყოს სათანადოდ იდენტიფიცირებული და თან ახლდეს სახეობის შესაბამისი ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აწარმოოს ცხოველის თანმხლები დოკუმენტის ან ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომრის საფუძველზე წარმოებული ჩანაწერები და არანაკლებ სამი წლის ვადით უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის შენახვა:
ბ.ა) მფლობელის სახელი/დასახელება, მსხვილფეხა საქონლის წარმოშობა, შესყიდვის თარიღი, კატეგორია, საიდენტიფიკაციო ნომერი ან შესყიდული ღორის წარმოშობის სადგომის ან წარმოშობის კოლტის სარეგისტრაციო ნომერი;
ბ.ბ) გადამზიდავის რეგისტრაციის ნომერი ან/და იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველების შეკრებას და დანიშნულების ადგილამდე გადაყვანას;
ბ.გ) შემსყიდველის სახელი/დასახელება და მისამართი და ცხოველის დანიშნულების ადგილი;
ბ.დ) სამარშრუტო გეგმის ასლი ან/და ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის სერიული ნომერი;
გ) საკუთარ სათავსოში ცხოველის შენახვისას უზრუნველყოს, რომ:
გ.ა) ცხოველზე პასუხისმგებელ პერსონალს ჩაუტარდეს სპეციალური ტრენინგი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე, ცხოველების მოვლასა და კეთილდღეობაზე;
გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცხოველებზე რეგულარულად განხორციელდეს კონტროლი და ლაბორატორიული გამოკვლევა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
2. სააგენტომ შესაძლოა ავტორიზაცია გასცეს იმ იდენტიფიცირებული ცხოველით ვაჭრობაზე, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, თუ ის პირდაპირ გადაჰყავთ სასაკლაოზე, დაუყოვნებლივ დასაკლავად, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აუცილებელი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რათა არ მოხდეს ამ ცხოველის სხვა ცხოველებთან კონტაქტი სასაკლაოზე მიყვანისას და ის დაიკლას სხვა ცხოველებისგან განცალკევებით.
3. დილერის მიერ თავისი ბიზნესის მიზნებისთვის გამოყენებული სათავსო/სათავსოები უნდა დაექვემდებაროს სააგენტოს ავტორიზაციას, რისთვისაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და მიენიჭოს ავტორიზაციის ნომერი:
ა) იმყოფებოდეს სახელმწიფო ვეტერინარის კონტროლის ქვეშ;
ბ) მდებარეობდეს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არ ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვას ან შეზღუდვას;
გ) გააჩნდეს:
გ.ა) საკმარისი ტევადობის სათანადო სათავსოები, განსაკუთრებით, სათავსოები შემოწმებისა და იზოლაციისათვის, რათა გადამდები დაავადების აფეთქების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ყველა ცხოველის იზოლირება;
გ.ბ) სათავსოები ცხოველების ჩამოტვირთვისათვის და საჭიროების შემთხვევაში მათი სათანადო სტანდარტების შესაბამისად განთავსებისათვის, მათი გამოკვებისა და დაწყურებისათვის და საჭირო მოვლა-პატრონობის აღმოსაჩენად; აღნიშნული სათავსოები მოსახერხებელი უნდა იყოს დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის;
გ.გ) ნაგავისა და ნაკელის მისაღებად შესაბამისი ტერიტორია:
გ.დ) ჩამდინარე წყლის სათანადო შემკრები სისტემა;
დ) უნდა იქნეს დასუფთავებული და დეზინფიცირებული გამოყენებამდე სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნის შესაბამისად.
4. სააგენტომ შეიძლება შეაჩეროს ან გააუქმოს ავტორიზაცია ამ მუხლის ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მოთხოვნების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯანმრთელობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში. ავტორიზაცია შეიძლება აღდგეს მას შემდეგ, რაც სააგენტო ჩათვლის, რომ დილერი სრულად აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ყველა შესაბამის მოთხოვნას.
5. სააგენტომ უნდა განახორციელოს რეგულარული ინსპექტირება, რათა დარწმუნდეს ამ მუხლის მოთხოვნების შესრულებაში.
6. სააგენტო ადგენს და აწარმოებს ავტორიზებული დილერების, მათი ავტორიზაციის ნომრებისა და მათ მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყენებული ავტორიზებული შენობა-ნაგებობების სიას, აახლებს მათ და ხდის საჯარო