ა) ცხოველების გადაყვანისთვის ის უნდა იყენებდეს ისეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც:

ა.ა) მოწყობილი იქნება ისე, რომ ცხოველის ექსკრემენტი, ნაგავი ან ცხოველის საკვები არ გაიბნეს ან გადმოცვივდეს სატრანსპორტო საშუალებიდან;

ა.ბ) დაუყოვნებლივ დასუფთავდება და დეზინფიცირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ცხოველების ან ცხოველების ჯანმრთელობაზე შესაძლო ზეგავლენის მქონე ნებისმიერი პროდუქტის ყოველი ტრანსპორტირების შემდეგ და თუ საჭიროა, ცხოველების ყოველი ხელახალი ჩატვირთვის წინ;

ბ) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

ბ.ა) გააჩნდეს დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის შესაბამისი ნაგებობები, მათ შორის  ნაგვისა და ნაკელის შესანახი ნაგებობები;

ბ.ბ) წარმოადგინოს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს სამუშაოები სრულდება მესამე მხარის მიერ.

2. გადამზიდავმა უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული თითოეული სატრანსპორტო საშუალებისთვის იწარმოებოდეს რეესტრი, რომელშიც შევა სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია და შეინახება არანაკლებ სამი წლის ვადით:

ა) ცხოველის აყვანის ადგილი, თარიღი და დრო, აგრეთვე იმ სადგომის ან შემკრები ცენტრის სახელწოდება/დასახელება ან ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, საიდანაც ცხოველი აიყვანეს;

ბ) ცხოველის მიყვანის ადგილი, თარიღი და დრო, აგრეთვე ტვირთის მიმღების სახელი/დასახელება ან ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;

გ) გადაყვანილი ცხოველის რაოდენობა და სახეობა;

დ) დეზინფექციის ჩატარების თარიღი და ადგილი;

ე) თანმხლები დოკუმენტაციის დეტალები, მათ შორის ნომერი;

ვ) თითოეული მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა.

3. გადამზიდავმა უნდა უზრუნველყოს, რომ ტვირთი ან ცხოველი არ მოხვდეს ჯანმრთელობის უფრო დაბალი სტატუსის მქონე ცხოველთან კონტაქტში მისი წარმოშობის სადგომის ან შემკრები ცენტრის დატოვებასა და  დანიშნულების ადგილზე ჩაყვანას შორის პერიოდში.

4. გადამზიდავმა უნდა უზრუნველყოს, ცხოველის თანმხლებ სათანადო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც  ცხოველები გადაჰყავთ გამგზავრების ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე ათვლილ არა უმეტეს  65 კმ-მდე მანძილზ