1. წარმოშობის სადგომის  დატოვებისას და დანიშნულების ადგილზე ჩაყვანისას არ უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მსხვილფეხა საქონლისა და ღორის კონტაქტი  წყვილჩლიქიან ცხოველებთან,  გარდა იმ ცხოველებისა, რომელთაც გააჩნიათ ჯანმრთელობის იგივე სტატუსი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით  განსაზღვრული მსხვილფეხა საქონლისა და ღორის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ  და  ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მოთხოვნებს.