1. როდესაც სააგენტო ჩათვლის, რომ ქვეყანა ან მისი ნაწილი თავისუფალია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე დაავადებისგან, ის სამინისტროს წარუდგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელშიც კონკრეტულად აღწერილი/განსაზღვრული იქნება:

ა) დაავადების არსი და ქვეყნის  ტერიტორიაზე აღნიშნული დაავადების გამოვლენის ისტორია;

ბ) ზედამხედველობის შედეგები, რომელიც ეფუძნება სეროლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, პათოლოგიურ გამოკვლევებს ან ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას;

გ) ზედამხედველობის პერიოდი;

დ) საჭიროების შემთხვევაში პერიოდი, რომლის განმავლობაშიც იკრძალებოდა ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია და აღნიშნული აკრძალვის გავრცელების გეოგრაფიული არეალი;

ე)  დაავადების არ არსებობის დამადასტურებელი  ღონისძიებები/მექანიზმები.

2. სამინისტრო განიხილავს სააგენტოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას.

3. სააგენტო სამინისტროს აცნობებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაავადებასთან დაკავშირებულ დეტალებში რაიმე ცვლილების, კერძოდ, დაავადებების ახალი აფეთქების შესახებ.