ა) ჯოგს/კოლტს;

ბ) მფლობელს ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია სადგომზე:

გ) ავტორიზებულ ან სახელმწიფო ვეტერინარს, რომელიც პასუხისმგებელია სადგომზე;

დ) სასაკლაოსა და ავტორიზებულ შემკრები ცენტრის სახელმწიფო ვეტერინარებს;

ე) დაგნოსტიკურ ლაბორატორიას;

ვ) მონაცემთა ელექტრონულ ბაზას;

ზ) სააგენტოს.

2. საზედამხედველო ქსელის სისტემის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სადგომების ოფიციალური კლასიფიცირება და ამ კლასიფიცირების შენარჩუნება  რეგულარული ინსპექტირებით, ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვება და დაავადების მონიტორინგის განხორციელება ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტით  განსაზღვრული, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილ ჯანმრთელობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებთან  შესაბამისობა.

3. თუ ქვეყანაში ფუნქციონირებს საზედამხედველო ქსელის სისტემა, მაშინ იგი სავალდებულია  ყველა სადგომისთვის. მიუხედავად ამისა, სააგენტომ შეიძლება დაუშვას ასეთი ქსელის შექმნა ქვეყნის ნაწილში და სადაც არ იმოქმედებს საზედამხედველო ქსელის სისტემა ცხოველების გადაადგილება ქვეყნის სხვა ნაწილში, რომელიც არ არის ქსელის სისტემის ნაწილი, დაექვემდებარება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. სადგომის  მფლობელმა ან პასუხისმგებელმა პირმა უნდა:

ა) უზრუნველყოს ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვეტერინარის მომსახურება;

ბ) გამოიძახოს სადგომის ავტორიზებული ვეტერინარი დაუყოვნებლივ, როცა ეჭვობს ინფექციური დაავადების ან ნებისმიერი სხვა დაავადების შემთხვევაზე, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას;

გ) შეატყობინოს ავტორიზებულ ვეტერინარს მის სადგომში ცხოველების შეყვანის ყველა შემთხვევის შესახებ;

დ)  განახორციელოს ცხოველების იზოლირება თავის სადგომზე შეყვანამდე, რათა საშუალება მისცეს ავტორიზებულ ვეტერინარს შეამოწმოს, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს სავალდებულო გამოკვლევები შესაძლებელია თუ არა სადგომის სტატუსის შენარჩუნება.

5. ავტორიზებული ვეტერინარი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმყოფება სააგენტოს კონტროლის ქვეშ და უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

ა) პირობებს ვეტერინარის საქმიანობის განსახორციელებლად;

ბ) არ უნდა გააჩნდეს ფინანსური ინტერესები ან ოჯახური კავშირები სადგომის მფლობელთან ან მასზე პასუხისმგებელ პირთან;

გ) უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა ცხოველების ჯანმრთელობის სფეროში, როცა საქმე ეხება ცხოველების წარმოდგენილ სახეობებს, რაც გულისხმობს, რომ:

გ.ა) მან რეგულარულად უნდა განაახლოს თავისი ცოდნა, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის მოთხოვნებთან მიმართებაში;

გ.ბ) ის უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;

გ.გ)  მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და დახმარება აღმოუჩინოს სადგომის  მფლობელს ან მასზე პასუხისმგებელ პირს, რათა ყველა ზომა იქნას მიღებული სადგომის სტატუსის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით, სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამების საფუძველზე;

გ.დ) მან უნდა უზრუნველყოს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებიც დაკავშირებულია:

გ.დ.ა) ჯოგის, შემოყვანილი და გაყვანილი  ცხოველის იდენტიფიკაციასა  და ჯანმრთელობის სერტიფიკაციასთან;

გ.დ.ბ) ცხოველის ინფექციური დაავადებებსა და ცხოველის ჯანმრთელობასა ან კეთილდღეობასთან, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის სხვა სახის რისკ ფაქტორის შესახებ სავალდებულო შეტყობინებასთან;

გ.დ.გ) ცხოველის სიკვდილიანობის მიზეზების მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში მოკვლევასა და მისი გაგზავნის ადგილის განსაზღვრასთან;

გ.დ.დ) ჯოგისა და მეცხოველეობის საწარმოო ერთეულების ჰიგიენურ პირობებთან.

გ.ე) თუ სისტემის გამართული მუშაობა მოითხოვს, სააგენტომ შეიძლება შეზღუდოს ვეტერინარების ვალდებულება სადგომების განსაზღვრული რაოდენობით ან კონკრეტული გეოგრაფიული არეალით.

გ.ვ)  სააგენტო ადგენს ავტორიზებული ვეტერინარებისა და ქსელში მონაწილე ავტორიზებულ სადგომების სიას. თუ სააგენტო ჩათვლის, რომ ქსელის მონაწილე აღარ აკმაყოფილებს ზემოთ განსაზღვრულ პირობებს, ის შეაჩერებს ან გააუქმებს აღიარებას.

6. მონაცემთა ელექტრონული ბაზა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) თითოეული ცხოველის:

ა.ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერს;

ა.ბ) დაბადების თარიღს;

ა.გ) სქესს;

ა.დ) ჯიშს ან ბეწვის ფერს;

ა.ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებულ დედის საიდენტიფიკაციო ნომერს ან სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ცხოველის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ცხოველისთვის მინიჭებულ ინდივიდუალურ საიდენტიფიკაციო ნომერს;

ა.ვ) დაბადების სადგომის სარეგისტრაციო ნომერს;

ა.ზ) ყველა იმ სადგომის სარეგისტრაციო ნომერს, სადაც ცხოველი იმყოფებოდა და სადგომის ყოველი შეცვლის თარიღებს;

ა.თ) სიკვდილის ან დაკვლის თარიღს.

ა.ი) ელექტრონული იდენტიფიკატორის სახე, იმ შემთხვევაში თუ ხდება  ცხოველის მიმართ მისი გამოყენება.

ბ) თითოეული სადგომის:

ბ.ა) არაუმეტეს 11 ციფრისაგან შემდგარ რეგისტრაციის ნომერს;

ბ.ბ) მფლობელის სახელს/დასახელებასა და მისამართს;

გ) შემდეგ მონაცემებს, რომელიც ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იქნეს:

გ.ა) სადგომზე წარმოდგენილი მსხვილფეხა საქონლის  ყველა სახეობის ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი ან, ღორისებრთა სახეობის  ცხოველების  ჯგუფის შემთხვევაში, წარმოშობის სადგომის ან წარმოშობის კოლტის სარეგისტრაციო ნომერი და საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის ნომერი;

გ.ბ) მსხვილფეხა საქონლის  ყველა სახეობის  ცხოველისათვის სადგომის ყოველი ცვლილება, დაბადების სადგომიდან დაწყებული ან  იმპორტირებული ცხოველის შემთხვევაში,  იმპორტიორის სადგომიდან დაწყებული; ღორის ჯგუფებისათვის - უკანასკნელი სადგომის ან უკანასკნელი კოლტის სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო იმპორტირებული ღორის შემთხვევაში -  იმპორტიორი სადგომი;

7.  ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები ინახება მონაცემთა ელექტრონული ბაზაში მსხვილფეხა საქონლის სიკვდილიდან სამი თანმიმდევრული წელი ან, ღორებზე ჩანაწერების შემთხვევაში, ჩანაწერის გაკეთებიდან - სამი თანმიმდევრული წელი. თუმცა  ღორის  შემთხვევაში გამოიყენება  მხოლოდ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ „,გ“ ქვეპუნქტები და საქართველო კანონმდებლობით დადგენილი სხვა შესაბამისი მოთხოვნები.

8. საზედამხედველო ქსელის ყველა მონაწილე, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა, ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე.  სააგენტო პასუხისმგებელია ქსელის დაყენებაზე და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის უნდა ჩაატაროს რეგულარული შემოწმებები.

9. ქვეყანის მთელ ტერიტორიაზე  ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო ქსელის  სისტემის დანერგვის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება ეძლევა არ გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცხოველის ქვეყნის შიგნით  გადაადგილებისას.

10. ავტორიზებული ვეტერინარის, სადგომზე პასუხისმგებელი პირის ან სადგომის მესაკუთრის და სისტემაში ჩართული  ნებისმიერი მონაწილის, მათ შორის ცხოველის ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

თავი II

ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯო