1. ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების მთავარი პრინციპებია:
ა) საზედამხედველო საქმიანობის სისტემურობა და დაგეგმვა;
ბ) საზედამხედველო და სანებართვო საქმიანობის განხორციელებისადმი კომპლექსური მიდგომა, ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში ნორმატიული რეგულირება;
გ) სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი მეთოდოლოგია;
დ) საზედამხედველო ობიექტებისაგან დამოუკიდებლობა;
ე) ტექზედამხედველობის ხელმძღვანელი პირებისა და მთავარი სპეციალისტების უფლებების, მოვალეობების და ამოცანების მკვეთრი განაწილება;
ვ) საზედამხედველო საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა;
ზ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფა;
თ) კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება დარღვევების გამოვლენისა და მისი შედეგების აღმოფხვრასთან შედარებით;
ი) ზედამხედველობის განხორციელებისას სამეურნეო სუბიექტის უფლებათა დაცვა;
კ) საზედამხედველო ობიექტების გეგმური და შერჩევითი პრინციპით შემოწმება.
2. ტექზედამხედველობის ორგანოებისა და მათი მთავარი სპეციალისტების საზედამხედველო საქმიანობა იგეგმება და ხორციელდება საზედამხედველო ობიექტებზე საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ეფექტიანი ფუნქციონირების შეფასების შედეგებიდან გამომდინარე. შეფასების შედეგები წარმოადგენს ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ განხორციელებული შემოწმების სიხშირის (პერიოდულობის), მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის, აგრეთვე საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზების სხვა საკითხთა განსაზღვრის საფუძველს.
3. საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ეფექტიანობის შეფასება ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ ხორციელდება ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზის, ავარიულობისა და ტრავმატიზმის, ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევების რაოდენობისა და ხასიათის, აგრეთვე ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე.
4. ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით ტექზედამხედველობის ორგანოები საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას თანამშრომლობენ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან.
5. სხვა საზედამხედველო ორგანოებთან ერთობლივი მუშაობის ძირითადი ფორმებია: ინფორმაციის ურთიერთგაცვლა; საზედამხედველო ობიექტების ერთობლივი შემოწმება; სხვა ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის საწარმოო უსაფრთხოების საკითხების ერთობლივი განხილვა.
6. საჭიროების შემთხვევაში საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას მყარდება თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევით, საპროექტო და საექსპერტო ორგანიზაციებთან, სპეციალიზებულ სამაშველო ქვედანაყოფებთან.
თავი III
საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვ
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 4. საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი პრინციპები
თავი II — საზედამხედველო საქმიანობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 63. საზედამხედველო საქმიანობის შედეგების შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი წარმოებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებში მათი შემდგომი გამოყენებისათვის, სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო
- მუხლი 51. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით პერიოდულად უნდა შემოწმდეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობა. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციასა დ
- მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ
- მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა
- მუხლი 16. ერთობლივი საზედამხედველო და საგამოძიებო ჯგუფები
- მუხლი 6. საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. საზედამხედველო საქმიანობის მიზანი
- მუხლი 5. საერთო დებულებები
- მუხლი 6. საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება
- მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 8. საერთო დებულებები
- მუხლი 9. შემოწმების მომზადება
- მუხლი 10. შემოწმების განხორციელება
- მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება
- მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 4, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-4/