1. ნებისმიერი შემოწმების დაწყებამდე მიმდინარეობს საზედამხედველო ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი. ასეთი ანალიზის შედეგად დგინდება:
ა) შემოწმების დროს განსახილველი საკითხების ნუსხა;
ბ) ზოგადი ინფორმაცია ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების, საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვის პირობების, საზედამხედველო ობიექტის მიერ მოწოდებული შეტყობინებების, ანგარიშებისა და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის, ავარიისა და უბედური შემთხვევის მიზეზების საფუძველზე;
გ) ადრე განხორციელებული შემოწმებისას განხორციელებული ღონისძიებები, შედეგები, დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა;
დ) შემოწმების დროს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესის გარკვეული ასპექტების შესწავლის მიზნით შემოწმების პროცესში ექსპერტების მონაწილეობის საჭიროება.
2. საზედამხედველო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ოპერატიული შემოწმების შესახებ ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ასეთი შემოწმების მოცულობას, შემმოწმებელ პირებს, შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღს და სხვა საკითხებს, ტექზედამხედველობის უფროსის მოადგილესთან ერთად (საზედამხედველო სფეროს მიხედვით) მიიღება გადაწყვეტილება ოპერატიული შემოწმების განხორციელების შესახებ