1. ოპერატიული შემოწმება ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლის ძირითადი ფორმაა.
2. შემოწმების პროცესში გამოვლენილ უნდა იქნეს ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების ყველა არსებული დარღვევა, მათ შორის ცალკეული დანადგარებისა და მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის შეუსაბამობა ნორმატიული აქტების (წესების) მოთხოვნებთან (შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დასადგენად), გაიცეს მიწერილობა მათი აღმოფხვრის შესახებ, შემოწმდეს ადრე გაცემული მიწერილობის შესრულება.
3. ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან შეიძლება გამოიწვიოს ავარია, შემმოწმებელი ვალდებულია შეაჩეროს საწარმოო პროცესის (სამუშაოს) მიმდინარეობა და აუხსნას ობიექტის ხელმძღვანელობას თავისი მოქმედების მიზეზები.
4. თუ შემმოწმებელი თვლის, რომ გამოვლენილი დარღვევა არ არის სერიოზული საშიშროება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია სამუშაოს წარმოების პროცესში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნოლოგიური პროცესის პირობების გამო შეუძლებელია სამუშაოს დაუყოვნებლივ გაჩერება, მაშინ მან უნდა დაადგინოს დარღვევის აღმოფხვრის საკონტროლო ვადა და მუშაობის პროცესში ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებები.
5. ოპერატიული შემოწმების შედეგები განიხილება ტექზედამხედველობის ორგანოში
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება
თავი IV — საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. საერთო დებულებები
- მუხლი 6. საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება
- მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 8. საერთო დებულებები
- მუხლი 9. შემოწმების მომზადება
- მუხლი 10. შემოწმების განხორციელება
- მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება
- მუხლი 13. კომპლექსური შემოწმება
- მუხლი 14. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება
- მუხლი 15. ნებართვის მოქმედების პირობათა შესრულების შემოწმება
- მუხლი 16. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-11/