1. საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელებისას გამოიყენება ოპერატიული, მიზნობრივი და კომპლექსური შემოწმებები.
2. საზედამხედველო ობიექტზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა სასიკვდილო შედეგით ან ავარია, რომლის შედეგებს შეეძლო გამოეწვია ადამიანთა მსხვერპლი, ტექზედამხედველობა ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების რიგგარეშე, კომპლექსურ ან მიზნობრივ შემოწმებას ტექნიკური გამოკვლევის კომისიის შედეგებისა და ავარიის ან უბედური შემთხვევის დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით.
3. ტექზედამხედველობის ორგანოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი გეგმური შემოწმება ხორციელდება ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანების საფუძველზე. მთავარი სპეციალისტი მოვალეა აღნიშნული ბრძანების ასლი სამსახურებრივ პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგინოს საზედამხედველო ობიექტს.
4. შემოწმების პროცესში შესაძლებელია მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებენ, და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ტექზედამხედველობისათვის.
5. ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი და მთავარი სპეციალისტები ვალდებული არიან იცოდნენ უსაფრთხოების ნორმებითა და წესებით დადგენილი საპროექტო გადაწყვეტა, შესამოწმებელი მოწყობილობა, დანადგარი, ტექნოლოგია, წარმოება, მათი სუსტი მხარეები და შესაძლო საფრთხე, უსაფრთხოების ტექნიკის მოქმედი წესები და ნორმატიული დოკუმენტები, მეთოდური მითითებები; ფლობდნენ გამოსაკვლევი ობიექტის ანალოგებთან დაკავშირებული ავარიების, უბედური შემთხვევებისა და მათი მიზეზების შესახებ ინფორმაციას