1. საზედამხედველო ობიექტზე მისვლისთანავე შემმოწმებელი ვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელობას ან ობიექტის სრულუფლებიან წარმომადგენელს წარუდგინოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანება.
2. შემოწმების დაწყებამდე შეიძლება გაიმართოს წინასწარი შეხვედრა შემოწმების მიზნებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
3. აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმების განხორციელების პროცესში შემმოწმებელს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით შემოწმების სამუშაოთა შესრულება შეუძლებელია. აღნიშნულმა მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციის შექმნა.
4. ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემმოწმებელს შემოწმებისას მისი კანონიერი მოქმედების განხორციელებაში.
5. შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღების თაობაზე ობიექტის წარმომადგენლის უარი საბაბი არ არის საკონტროლო მოქმედების შესაჩერებლად.
6. შემოწმება არ აჩერებს საზედამხედველო ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა ტექნოლოგიური პროცესის ექსპლუატაციის ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სხვა ობიექტური ტექნიკური გარემოებებისა.
7. შემოწმების პროცესში შემმოწმებელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირებს, რომლებიც საზედამხედველო ობიექტის სახელით მონაწილეობენ შემოწმებაში, ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს. გარდა ამისა, შემმოწმებელს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს მათგან ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია ობიექტის საქმიანობის შესახებ ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში.
8. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს შემმოწმებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მიაწოდოს მას ინფორმაცია უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის შესახებ, გამოუყოს სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მისთვის ორგანიზაციული ტექნიკის (ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა.
9. ფოტოები და ვიდეოჩანაწერები გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულება, რომელიც საშუალებას იძლევა შედგენილ იქნეს უფრო ზუსტი ანგარიში შემოწმების შესახებ, მტკიცებულებები სასამართლო განხილვისა და საზედამხედველო ობიექტზე გამოვლენილი პირობების ობიექტურად აღწერისათვის. ამისათვის უნდა გამოიყენებოდეს ფოტოაპარატი (ვიდეოკამერა) თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან შემმოწმებელმა უნდა დააფიქსიროს ეს ინფორმაციის სხვა საშუალებებით
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 10. შემოწმების განხორციელება
თავი IV — საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 5. საერთო დებულებები
- მუხლი 6. საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება
- მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 8. საერთო დებულებები
- მუხლი 9. შემოწმების მომზადება
- მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება
- მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება
- მუხლი 13. კომპლექსური შემოწმება
- მუხლი 14. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება
- მუხლი 15. ნებართვის მოქმედების პირობათა შესრულების შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 10, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-10/