1. კომპლექსური შემოწმება, როგორც წესი, ტარდება ტექზედამხედველობის ორგანოების სამუშაო გეგმის შესაბამისად, საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობისა და სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ფაქტობრივად განხორციელებულ ღონისძიებათა დეტალური შემოწმებისათვის, აგრეთვე საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესაფასებლად.
2. კომპლექსური შემოწმება იგეგმება ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების გამოვლენილი დარღვევების, საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიულობის, აგრეთვე ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობის მითითების საფუძველზე.
3. კომპლექსური შემოწმების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნიკური უსფრთხოების შედარებით რთული პრობლემებისა და გადაუწყვეტელი საკითხების გამოვლენას. ასეთ შემოწმებას ატარებს ერთდროულად ტექზედამხედველობის რამდენიმე ორგანოს მთავარი სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფი ტექნიკური უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით.
4. კომპლექსური შემოწმების დროს, გარდა მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებისა, დამატებით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება, ობიექტის ხელმძღვანელ პირთა და სპეციალისტთა მომზადებისა და ატესტაციის, აგრეთვე სხვა მუშაკთა სწავლებისა და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფის საკითხები.
5. კომპლექსური შემოწმების შედეგები, როგორც წესი, განიხილება ტექზედამხედველობის უფროსთან, საჭიროების შემთხვევაში სათათბირო საბჭოს სხდომაზე
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 13. კომპლექსური შემოწმება
თავი IV — საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 8. საერთო დებულებები
- მუხლი 9. შემოწმების მომზადება
- მუხლი 10. შემოწმების განხორციელება
- მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება
- მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება
- მუხლი 14. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება
- მუხლი 15. ნებართვის მოქმედების პირობათა შესრულების შემოწმება
- მუხლი 16. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა
- მუხლი 17. ტექზედამხედველობის ორგანოს მონაწილეობა საზედამხედველო ობიექტზე დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობის ან/და ხაზის ექსპლუატაციაში მიღებისას
- მუხლი 18. ავარიისა და უბედური შემთხვევის ტექნიკური გამოკვლევის კომისიის წინადადებების შესრულების შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 13, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-13/