1. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას სისტემატურად მოწმდება ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის პირობების შესრულება. ასეთი შემოწმების ამოცანაა:
ა) ნებართვის მოქმედების პირობების სრულად დაცვის შეფასება;
ბ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის დაჯარიმება;
გ) ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობისას ნებართვის გაუქმება;
დ) გაცემული ნებართვის პირობების კორექტირება საზედამხედველო ობიექტზე იმ ორგანიზაციულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების დროს, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობაზე და რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული ადრე ნებართვის გაცემისას.
2. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ტექზედამხედველობის ორგანოების გადაწყვეტილების მომზადება შესაბამისი ნებართვის გაცემის ან გაუქმების შესახებ. ამისათვის შემოწმების შედეგების საფუძველზე გაცემულ მიწერილობებში უნდა აისახოს საზედამხედველო ობიექტის მიერ ნებართვის მოქმედების პირობების დაცვის შესახებ შესაბამისი დასკვნები.
3. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, სანებართვო პირობების შემოწმება ან მისი გაუქმება რეგულირდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით