1. მიზნობრივი შემოწმება იგეგმება საზედამხედველო ობიექტებზე საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიულობის შედეგების ანალიზის, ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების გამოვლენილი დარღვევების, აგრეთვე ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობის მითითების საფუძველზე. მიზნობრივი შემოწმება, როგორც წესი, ტარდება ტექზედამხედველობის ორგანოების სამუშაო გეგმის შესაბამისად ტექნიკური უსაფრთხოების ცალკეული საკითხების ღრმად შესწავლის მიზნით.
2. ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით შეიძლება განხორციელდეს იმ საზედამხედველო ობიექტის მსგავსი ობიექტების გეგმით გაუთვალისწინებელი მიზნობრივი შემოწმება, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა სასიკვდილო შედეგით ან ავარია, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის მსხვერპლი.
3. მიზნობრივი შემოწმება არ უნდა გამორიცხავდეს ტექნიკური უსაფრთხოების სხვა საკითხებთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენას.
4. მიზნობრივ შემოწმებას ახორციელებს მთავარ სპეციალისტთა ჯგუფი და, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ ტექზედამხედველობის ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე.
5. მიზნობრივი შემოწმების დროს უნდა შემოწმდეს და შეფასდეს:
ა) ტექნოლოგიური პროცესის, მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობა საპროექტო და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
ბ) საზედამხედველო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების მოთხოვნებთან;
გ) მიზნობრივი და კომპლექსური შემოწმების შედეგების საფუძველზე ადრე გაცემული მიწერილობების, აგრეთვე ოპერატიული შემოწმების დროს ბოლო მიწერილობის შესრულება;
დ) ობიექტზე საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ფუნქციონირების ეფექტიანობა;
ე) ტექზედამხედველობის მიერ გაცემული საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.
6. მიზნობრივი, აგრეთვე კომპლექსური შემოწმების მიმდინარეობისას შემმოწმებელს უფლება აქვს დამოუკიდებლად გასცეს მიწერილობა ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ. შემოწმების დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელის ხელმოწერით გაიცემა განზოგადებული მიწერილობა.
7. მიზნობრივი შემოწმების შედეგები განიხილება ტექზედამხედველობის უფროსის მოადგილესთან საზედამხედველო სფეროს მიხედვით
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება
თავი IV — საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება
- მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 8. საერთო დებულებები
- მუხლი 9. შემოწმების მომზადება
- მუხლი 10. შემოწმების განხორციელება
- მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება
- მუხლი 13. კომპლექსური შემოწმება
- მუხლი 14. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება
- მუხლი 15. ნებართვის მოქმედების პირობათა შესრულების შემოწმება
- მუხლი 16. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა
- მუხლი 17. ტექზედამხედველობის ორგანოს მონაწილეობა საზედამხედველო ობიექტზე დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობის ან/და ხაზის ექსპლუატაციაში მიღებისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 12, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-12/