1. საზედამხედველო ობიექტების სირთულის, მათი მდებარეობისა და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების თავისებურების მიხედვით ტექზედამხედველობის ორგანოებში გამოიყენება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზების შემდეგი ფორმები:
ა) ინდივიდუალური – მთავარი სპეციალისტის ინდივიდუალური მიმაგრება ერთ ან რამდენიმე ობიექტზე;
ბ) ჯგუფური – ჯგუფის შემადგენლობაში მთავარი სპეციალისტების მიერ საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება ინდივიდუალური მიმაგრების გარეშე;
გ) კომბინირებული – რთულ ობიექტზე მთავარი სპეციალისტის ინდივიდუალური მიმაგრება სხვა საზედამხედველო ობიექტზე ზედამხედველობის განსახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობაში.
2. გადაწყვეტილება საზედამხედველო საქმიანობის კონკრეტული ფორმის გამოყენების შესახებ მიიღება ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანებით.
3. ჯგუფის შემადგენლობაში ორი ან მეტი მთავარი სპეციალისტის არსებობისას, ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ერთი მათგანი ინიშნება ჯგუფის უფროსად. მათ შორის განაწილებული უნდა იყოს ვალდებულებები მუშაობის, კონკრეტული რეგიონისა და მიმართულების მიხედვით.
4. ზედამხედველობის ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეიქმნას შტატგარეშე სპეციალისტთა ჯგუფები.
5. ახლად მიღებულ მთავარ სპეციალისტს სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უფლება ეძლევა მხოლოდ სტაჟირების გავლის შემდეგ.
6. ზედამხედველობის ორგანიზების ჯგუფური ან კომბინირებული ფორმის შემთხვევაში ჯგუფის მუშაობა წარიმართება ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით. ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება მისი მოადგილე ან გამოცდილი მთავარი სპეციალისტი.
7. ზედამხედველობის ორგანიზების ჯგუფური ფორმის დროს ჯგუფის ხელმძღვანელი:
ა) ჯგუფის წევრებს შორის ანაწილებს ვალდებულებებს და ორგანიზებას უწევს შემოწმების განხორციელებას;
ბ) ადგენს საზედამხედველო ობიექტის შემოწმების გეგმას, აცნობს მას ჯგუფის წევრებს, აგრეთვე საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელს;
გ) აკონტროლებს შემოწმების განხორციელების გეგმის შესრულებას;
დ) უშუალოდ მონაწილეობს საზედამხედველო ობიექტის შემოწმებაში და განაზოგადებს შემოწმების შედეგებს.
8. საზედამხედველო ობიექტზე მიმაგრებული მთავარი სპეციალისტი თავის მუშაობას გეგმავს ობიექტზე ტექნიკური უსაფრთხოების კონკრეტული პირობებიდან, ავარიულობისა და ტრავმატიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე.
9. ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი თავისი სპეციალიზაციის მიხედვით:
ა) შეისწავლის სპეციალურ ტექნიკურ ლიტერატურას;
ბ) განაზოგადებს და აანალიზებს საქმის მდგომარეობას საზედამხედველო ობიექტებზე;
გ) აკონტროლებს გაცემული მიწერილობების შესრულებას;
დ) უწევს მეთოდურ დახმარებას სხვა სპეციალისტებს;
ე) ამზადებს საჭირო წინადადებებს, ცნობებს, წერილებსა და ანგარიშებს.
10. მთავარი სპეციალისტის სპეციალიზაცია დგინდება მისი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და წინა სამუშაოს გამოცდილების გათვალისწინებით
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 6. საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება
თავი III — საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 63. საზედამხედველო საქმიანობის შედეგების შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი წარმოებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებში მათი შემდგომი გამოყენებისათვის, სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო
- მუხლი 51. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით პერიოდულად უნდა შემოწმდეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობა. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციასა დ
- მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა
- მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ
- მუხლი 16. ერთობლივი საზედამხედველო და საგამოძიებო ჯგუფები
- მუხლი 81. საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. საზედამხედველო საქმიანობის მიზანი
- მუხლი 4. საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 5. საერთო დებულებები
- მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 8. საერთო დებულებები
- მუხლი 9. შემოწმების მომზადება
- მუხლი 10. შემოწმების განხორციელება
- მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება
- მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 6, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-6/