1. ტექზედამხედველობის სისტემა შედგება ტექზედამხედველობის ორგანოებისაგან.
2. ტექზედამხედველობის ორგანოები ახორციელებენ საზედამხედველო ობიექტების სახელმწიფო ზედამხედველობის საერთო მეთოდურ უზრუნველყოფას, ზედამხედველობის კონკრეტული სახეობის მიხედვით საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზებას, მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში გადაწყვეტილების მომზადებას ტექნიკური უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების დადგენილი პროცედურების შესასრულებლად.
3. ტერიტორიული ორგანოები (წარმომადგენლები) იქმნება რეგიონის ტერიტორიული თავისებურებისა და მსხვილი საშიში საწარმოო ობიექტების განლაგების გათვალისწინებით.
4. ტერიტორიული ორგანოები ორგანიზებას უწევენ და უშუალოდ ახორციელებენ საზედამხედველო საქმიანობას, როგორც წესი, ზედამხედველობის რამდენიმე დარგზე, უზრუნველყოფენ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზებას, ხოლო წარმომადგენლები – ცალკეულ საზედამხედველო ობიექტებზე და ზედამხედველობის კონკრეტულ სახეობაზე რეგიონის მიხედვით.
5. ტექნიკური სამმართველო ახორციელებს საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი შედეგების, ავარიულობისა და ტრავმატიზმის ანალიზს, საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვის საერთო კოორდინაციას, უზრუნველყოფს საზედამხედველო საქმიანობის პრინციპების სრულყოფისა და მეთოდური წინადადებების შემუშავებას, საზედამხედველო ობიექტების სახელმწიფო რეესტრისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვების უწყებრივი რეესტრის წარმოებას.
6. საზედამხედველო ობიექტების ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის, ავარიისა და უბედური შემთხვევის მიზეზების, ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი და ნორმატიული მოთხოვნების გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გაცვლა ხდება ყველა დონეზე და ზემოთ დასახელებული ყველა ორგანოს მიერ.
7. საზედამხედველო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებენ ტექზედამხედველობის უფროსი, აგრეთვე მისი მოადგილეები – საზედამხედველო სფეროების მიხედვით, მათი მოვალეობების განაწილების შესაბამისად
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 5. საერთო დებულებები
თავი III — საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. საზედამხედველო საქმიანობის მიზანი
- მუხლი 4. საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება
- მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 8. საერთო დებულებები
- მუხლი 9. შემოწმების მომზადება
- მუხლი 10. შემოწმების განხორციელება
- მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება
- მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-5/