1. „ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ“ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დებულება განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომში – ტექზედამხედველობა) მიერ ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
3. დებულება აწესრიგებს ტექზედამხედველობის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების წესს, რომლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ საწარმოო ობიექტებში (შემდგომში – საზედამხედველო ობიექტი) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვას, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა.
4. დებულების მიზანია უზრუნველყოს ტექზედამხედველობის თანამიმდევრული, სამართლიანი და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობა