1. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ან საწარმოო უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის შემოწმებას ტექზედამხედველობის ორგანოები ახორციელებენ სისტემატურად საზედამხედველო ობიექტზე საზედამხედველო საქმიანობის შედეგების ანალიზისა და ტექნიკური უსაფრთხოების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე. მათ შორის მოწმდება:
ა) ხელმძღვანელი პირების მონაწილეობა საწარმოო კონტროლისა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზებასა და განხორციელებაში;
ბ) საწარმოო კონტროლის სამსახურის ან პასუხისმგებელი პირების არსებობა;
გ) საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობის, აგრეთვე საწარმოო კონტროლის სამსახურის ან პასუხისმგებელი პირების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზის ჩატარება;
დ) ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
ე) საწარმოო კონტროლის სამსახურის ან პასუხისმგებელი პირების უზრუნველყოფა საჭირო სამართლებრივი და ნორმატიული დოკუმენტებით;
ვ) ავარიასაწინაღო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ზ) ტექნიკური მოწყობილობის სარემონტო სამუშაოებისა და მომსახურების დროულობა.
2. აღნიშნული ანალიზის შედეგებით კეთდება დასკვნა საწარმოო კონტროლის ან მისი ცალკეული ელემენტის ეფექტიანობის ან არაეფექტიანობის შესახებ