1. ტექზედამხედველობის ხელმძღვანელი პირების მიერ საწარმოში დარღვევებისათვის რეაგირების ზომების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ფარგლებში.
2. რეაგირების ზომების გამოყენებას შეუძლია უშუალოდ შეზღუდოს საზედამხედველო ობიექტის საქმიანობა ან დაადოს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი მის ხელმძღვანელობას, პასუხისმგებელ პირებს ან მის მუშაკებს, რომელთა საქმიანობა ან უმოქმედობა გახდა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის, ავარიის, უბედური შემთხვევის ან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიშროების წარმოქმნის მიზეზი.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ტექზედამხედველობას უფლება აქვს:
ა) საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობას მისცეს სავალდებულოდ შესასრულებელი მიწერილობა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობას მისცეს იმ სამუშაოს გაჩერების მიწერილობა, რომელიც მიმდინარეობს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, უკიდურეს შემთხვევაში მისი თანდასწრებით, იძულებით (პლომბის დასმით) შეაჩეროს სამუშაო;
გ) შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გაცემული ნებართვის მოქმედება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილ ორგანოს;
ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედება.
თავი VI
ტექზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის ანალიზი და შემოწმებ
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 21.09.2012
მუხლი 20. რეაგირება უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებისათვის
თავი V — კონტროლის ღონისძიებათა შედეგები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება
- მუხლი 15. ნებართვის მოქმედების პირობათა შესრულების შემოწმება
- მუხლი 16. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა
- მუხლი 17. ტექზედამხედველობის ორგანოს მონაწილეობა საზედამხედველო ობიექტზე დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობის ან/და ხაზის ექსპლუატაციაში მიღებისას
- მუხლი 18. ავარიისა და უბედური შემთხვევის ტექნიკური გამოკვლევის კომისიის წინადადებების შესრულების შემოწმება
- მუხლი 19. მიწერილობის გაცემა და მისი შესრულების კონტროლი
- მუხლი 21. საზედამხედველო საქმიანობის შედეგების ანალიზი და მისი გამოყენება
- მუხლი 22. ტექზედამხედველობის ორგანოების შემოწმება
- მუხლი 23. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 20, №243, 08.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8272/muxli-20/