თუ დადასტურდება, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობები არ სრულდება  ან არ შესრულებულა, სააგენტო ატარებს ყველა სათანადო ზომას ცხოველების ჯანმრთელობის დასაცავად და  დაავადების  გავრცელების თავიდან ასაცილებლად. გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტოს ამგვარი გადაწყვეტილება, შეიძლება, მოიცავდეს ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა:

ა) მგზავრობის დასრულების ან ცხოველის ყველაზე პირდაპირი გზით უკან (გამომგზავრების ადგილზე) გაბრუნება, იმ პირობით, რომ აღნიშნული ქმედება არ შეუქმნის საფრთხეს ცხოველის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას;

ბ) მგზავრობის შეწყვეტის შემთხვევაში, ცხოველის შესაფერის ადგილას დაბინავება შესაბამისი მოვლა-პატრონობის გაწევით;

გ) ცხოველის დასაკლავად გაგზავნა; იმ შემთხვევებში, როცა ცხოველის ჯანმრთელობის სტატუსის დადგენა ვერ ხერხდება ან ის ქმნის რისკს ცხოველის ან საზოგადოების  ჯანმრთელობისთვის გამოიყენება ცწადპ-თან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება  მფლობელს ან მის აგენტს საბოლოო გადაწყვეტილების განხორციელებამდე.