– აიკრძალოს საეჭვო ჯოგიდან ცხოველების გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კომპეტენტური ორგანო გასცემს ცხოველის დაუყონებლივ დაკვლის განკარგულებას;

– მოხდეს საეჭვო ჯოგის იზოლირება ისე, რომ არ მოხდეს სხვა ჯოგის მხვილფეხა საქონლის კონტაქტი აღნიშნული ჯოგში შემავალ მსხვილფეხა საქონელთან;

– დაავადებული ძროხების რძის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ცხოველების საკვებად მას შემდეგ, რაც ის გაივლის შესაბამის თერმულ დამუშავებას ან გაიგზავნება რძის გადამამუშავებელ საწარმოში ასეთი დამუშავების მიზნით; ცხოველების გამოკვება რძით, რომელსაც აღნიშნული დამუშავება არ გაუვლია დაშვებულია მხოლოდ იმ ჯოგებისათვის სადაც ყველა ცხოველი განკუთვნილია დასაკლავად 24-ე მუხლის 1 ქვეპუნქტის შესაბამისად;

– ინფიცირებული ცხოველების ნაკლავი, ნახევარი ნაკლავი, ნაოთხალი, გადანაჭრები და შიგნეულობა, რომლებიც სხვა ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი ისე უნდა დამუშავდეს, რომ დაავადების გადადება თავიდან იქნეს აცილებული;

– ნაკლავის გადამამუშავებელ საწარმოებზე კონტროლის განხორციელების ოფიციალური რეგულაციებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ლეიკოზის გავრცელების საშიშროების აღმოფხვრა წარმოებული მასალიდან;

– ფერმერები ვალდებულები არიან შეატყობინონ სახელმწიფო ვეტერინარს მისი ფერმის ნებისმიერი ცხოველის სიკვდილის ან იძულებით დაკვლის შესახე