(i) T1 ტიპის ნებისმიერ ცხოველს, რომლებიც გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა T2 ტიპის ჯოგში:
– ჩატარებული ჰქონდეს ტუბერკულინის კანქვეშა ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;
– უნდა მოხდეს აღნიშნული ცხოველების იზოლირება მათი გადაყვანისთანავე სულ მცირე 60 დღით, ასევე მათ უნდა გაიარონ კანქვეშა ტუბერკულინის ტესტი ხელმეორედ ჯოგში შეშვებამდე;
(ii) T2 ტიპის ნებისმიერ ცხოველს, რომლებიც გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა T2 ტიპის ჯოგში:
– ჩატარებული ჰქონდეს ტუბერკულინის კანქვეშა ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;
– ტრანსპორტირებისას ის კონტაქტში არ უნდა შევიდეს მასზე უფრო დაბალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე ჯოგთან;
(iii) მსხვილფეხა საქონლის T3 ტიპის ჯოგებს შორის გადაადგილება ტარდება დირექტივის 64/432/EEC მოთხოვნების დაცვი