ამ გამოძიების შედეგების მიღებამდე კომპეტენტური ორგანოები გასცემენ შემდეგ ბრძანებებს:

– ჯოგის სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ მოქცევის შესახებ;

– ცხოველის ჯოგიდან გადაადგილების აკრძალვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ამას მოითხოვს კომპეტენტური ორგანო ცხოველის განადგურების მიზნით;

– ჯოგიდან საეჭვო ცხოველების იზოლაციის შესახებ.

2. პირველ აბზაცში მოხსენიებული ბრძანებები მოქმედებს მანამ სანამ ოფიციალურად არ გამოირიცხება ჯოგში ტუბერკულოზის არსებობა ან მის არსებობაზე ეჭვი.

3. ჯოგში ტუბერკულოზის არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება, კონკრეტულად კი უზრუნველყოს შემდეგი:

– აიკრძალოს საეჭვო ჯოგიდან ან ჯოგში ცხოველების გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კომპეტენტური ორგანო გასცემს ცხოველის დაუყონებლივ დაკვლის განკარგულებას;

– მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც ტუბერკულიოზი ოფიციალურად დაუდასტურდა და საქონელი, რომელსაც შესაძლოა მათგან დაავადება გადაედო, იზოლირებული უნდა იქნეს ჯოგიდან;

– საქონელმა დაუყონებლივ უნდა გაიაროს შემოწმება ტუბერკულოზზე;

– მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც ოფიციალურად დაუდასტურდა ტუბერკულოზი, მსხვილფეხა საქონელი, რომლის მე-3 აბზაცის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგები არადამაკმაყოფილებელია, და ცხოველები, რომელთა დაავადებაც დაადასტურა კომპეტენტურმა ორგანომ, უნდა იყვნენ იზოლირებული და მარკირებული მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით დაკვლამდე;

– დაავადებული ძროხების რძე საკვებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იგივე ფერმაში სათანადო თერმული დამუშავების შემდეგ;

– ეროვნული კანონმდებლობის დებულებების შეზღუდვის გარეშე, დაავადებულ ჯოგში მყოფი ძროხების რძის გატანა იკრძალება რძის გადასამუშავებელ საწარმოებში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულოა შესაბამისი თერმული დამუშავება;

– ინფიცირებული მსხვილფეხა პირუტყვის ნაკლავი, ნახევარი ნაკლავი, ნაოთხალი, გადანაჭრები და შიგნეულობა, რომლებიც სხვა ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი ისე უნდა დამუშავდეს, რომ დაავადების გადადება თავიდან იქნეს აცილებული;

– ნაკლავის გადამამუშავებელ საწარმოებზე კონტროლის განხორციელების ოფიციალური რეგულაციებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ტუბერკულოზის გავრცელების საშიშროების აღმოფხვრა წარმოებული მასალიდან;

– ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული ნაკელი განთავსდება ფერმის ცხოველებისგან იზოლირებულ ადგილას, მუშავდება შესაფერისი სადეზინფექციო სითხეებით და ინახება მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში. სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება არ არის სავალდებულო თუ ინფიცირებული ნაკელი დაფარულია არაინფიცირებული ნაკელით ან მიწით. ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული თხევადი ნარჩენები უნდა დამუშავდეს შესაფერისი სადეზინფექციო მასალებით, თუ მისი შეგროვება არ ხდება ნაკელთან ერთა