– მე-11 მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე არცერთმა მსხვილფეხა პირუტყვმა არ დატოვოს აღნიშნული ჯოგი, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს თანხმობა მის დაუყონებლივ დაკვლაზე, თუმცა კასტრირებული მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება ფერმის ტერიტორიაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ საეჭვო ცხოველების იზოლირების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ კასტრირებული ცხოველების გადაყვანა ხდება გასუქების მიზნით არსებულ ჯოგში, ხოლო შემდეგ სასაკლაოზე;
– უნდა ჩატარდეს ბრუცელოზის ტესტი ხსენებულ ჯოგებში, იმის დასამტკიცებლად, რომ დაავადება აღმოფხვრილია;
– ჯოგში ცხოველების გამრავლების მიზნით დამატება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯოგში დარჩენილმა ცხოველებმა, რომელთაც 12 თვე ან მეტი შეუსრულდათ, გაიარეს ერთი ან მეტი ოფიციალური სეროლოგიური ტესტი ბრუცელოზზე. თუმცა მსხვილფეხა საქონელისათვის, რომელსაც ჩაუტარდა ვაქცინაცია დირექტივის 64/432/EEC დებულებების შესაბამისად, ასეთი ტესტის გავლა არ არის სავალდებულო 18 თვის ასაკამდ