აღნიშნული მიზნის მისაღწევად უნდა განხორციელდეს შემდეგი ზომები:
1. აღმოფხვრასა და პრევენციულ ზომებს დაქვემდებარებული საქონლის პროპორციულობა ეროვნული მასშტაბით ისე უნდა გაიზარდოს, რომ დაუყონებლივ შესაძლებელი გახდეს ამ საქონლის მთლიანად ან მისი უდიდესი ნაწილის კონტროლი.
2. სახელმწიფო ვეტერინარის განკარგულებით დაკლული საქონლის კომპენსაციის მოცულობა საშუალებას უნდა აძლევდეს მესაქონლეებს მიიღონ სათანადო ანაზღაურება.
3. უნდა გაიზარდოს ლაბორატორიის თანამშრომლების რაოდენობა, უნდა გაუმჯობესდეს ლაბორატორიებში დიაგნოსტირების პირობები, მუხედავად იმისა, რომ ასეთი ზომები არ არის საბოლოოდ მიღებული, რათა მიღწეულ იქნეს პირველ ქვეპუნქტში განმარტებული ზომების განხორციელებისათვის საჭირო დონე.
4. სისტემატურად უნდა მოხდეს ენზოოტურ დაავადებებთან ბრძოლის დანერგილი მეთოდების გამოყენება.
იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს დაჩქარების წესის სრული ეფექტურობა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ 1-დან მე-4 ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ზომების დანერგვ