1. მე-7 მუხლით განსაზღვრული ცხოველების დაკვლის შემდეგ, ჯოგის ხელახლა შევსებამდე, ფარეხები და ჯოგის სხვა სადგომები, ყველა კონტეინერი, აღჭურვილობა და სხვა საგნები, რომლებიც ცხოველებთან გამოიყენებოდა, უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის ინსტრუქციების შესაბამისად. საძოვრების ხელახალი გამოყენება შესაძლებელია ცხოველების გაყვანიდან მხოლოდ 60 დღის შემდეგ. თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლოა დაუშვან, რომ ამ საძოვრებზე გაშვებული იქნან ის კასტრირებული ცხოველები რომლებიც უნდა დაიკლას იმ პირობით, რომ ცხოველებს ამ საძოვრის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ თუ ისინი გასასუქებლად ან სასაკლაოზე გადაჰყავთ.

2. ყველა სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი და აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს მას შემდეგ, რაც მათი საშუალებით გადაყვანილი იქნებიან დაავადებული ცხოველები, ან ასეთი ცხოველებისაგან დამზადებული მასალები, ან მასალები და ნივთიერებები, რომლებსაც შეიძლება კონტაქტი ჰქონოდათ ამ ცხოველებთან. აგრეთვე უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს იმ ადგილებსაც სადაც მოხდა ასეთი ცხოველების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა.

3. შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ოფიციალურად ადგენენ გამოსაყენებელ სადეზინფექციო საშუალებებს და მათ კონცენტრაცია