ამ გამოძიების შედეგების მიღებამდე კომპეტენტური ორგანოები გასცემენ შემდეგ ბრძანებებს:
– ჯოგის სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ მოქცევის შესახებ;
– ცხოველის ჯოგიდან გადაადგილების აკრძალვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ამას მოითხოვს კომპეტენტური ორგანო ცხოველის განადგურების მიზნით. თუმცა კასტრირებული ცხოველების გადაადგილება ფერმის ტერიტორიაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ საეჭვო ცხოველების იზოლირების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ კასტრირებული ცხოველების გადაყვანა ხდება სასაკლაოზე, გასუქების მიზანით;
– ჯოგიდან საეჭვო ცხოველების იზოლაციის შესახებ.
2. პირველ ქვეპუნქტში მოხსენიებული ბრძანებები მოქმედებს მანამ, სანამ ოფიციალურად არ გამოირიცხება ჯოგში ბრუცელოზის არსებობა ან მის არსებობაზე ეჭვი.
3. ჯოგში ბრუცელოზის არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება, კონკრეტულად კი უზრუნველყოს შემდეგი:
– აიკრძალოს საეჭვო ჯოგიდან ან ჯოგში ცხოველების გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გადაადგილება ავტორიზირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის დაუყონებლივ დაკვლის მიზნისათვის; თუმცა კასტრირებული საქონლის ფერმაში გადაადგილება შესაძლოა ნებადართული იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, თუ იგივე ორგანოების მიერ მოხდება დაავადებული ცხოველების იზოლირება და მარკირება, იმ შემთხვევაში თუ ეს კასტრირებული ცხოველები გადაყვანილი იქნებიან გასასუქებელ ჯოგებში და შემდეგ სასაკლაოზე;
– ცხოველები, რომელთაც ბრუცელოზი ოფიციალურად დაუდასტურდათ და ცხოველები, რომელთაც შესაძლოა მათგან დაავადება გადაედოთ, იზოლირებული უნდა იქნან ჯოგიდან;
– დირექტივის 64/432/EEC და საბჭოს 1977 წლის 13 დეკემბრის დირექტივის 78/51/EEC პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება დანიაში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში ბრუცელოზისა და ტუბერკულოზის შეზღუდვის ზომების გახანგრძლივებას, საქონელი დაუყონებლივ უნდა იქნეს შემოწმებული ბრუცელოზზე4;
– ცხოველები, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდა ბრუცელოზი, ცხოველები, რომელთა მე-3 აბზაცის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგები არადამაკმაყოფილებელია, და ცხოველები, რომელთა ინფიცირება დაადასტურა კომპეტენტურმა ორგანომ, უნდა იყვნენ იზოლირებული და მარკირებული მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით დაკვლამდე;
– დაავადებული ძროხების რძე საკვებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იგივე ფერმაში სათანადო თერმული დამუშავების შემდეგ;
– ეროვნული კანონმდებლობის დებულებების შეზღუდვის გარეშე, დაავადებულ ჯოგში მყოფი ძროხების რძის გატანა იკრძალება რძის გადასამუშავებელ საწარმოებში გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სავალდებულოა შესაბამისი თერმული დამუშავება;
– ინფიცირებული ცხოველების ნაკლავი, ნახევარი ნაკლავი, ნაოთხალი, გადანაჭრები და შიგნეულობა, რომლებიც სხვა ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი, ისე უნდა დამუშავდეს, რომ დაავადების გადადება თავიდან იქნეს აცილებული;
– ხბოს ნაყოფი, მკვდრად დაბადებული ხბო, ხბოები, რომლებიც ბრუცელოზით დაიხოცნენ დაბადებისთანავე ან პლაცენტა გადატანილ უნდა იქნეს ფრთხილად და განადგურდეს სასწრაფოდ, თუკი მათი გამოყენება არ იგეგმება შემოწმებისათვის;
– თივა, ნაგავი და ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც შეხებაში იყო დაავადებულ ძროხასთან, ხბოსთან ან პლაცენტასთან, უნდა განადგურდეს, დაიწვას და დაიმარხოს დაუყონებლივ, სადეზინფექციო სითხეში დასველების შემდეგ;
– ნაკლავის გადამამუშავებელ საწარმოებზე კონტროლის განხორციელების ოფიციალური რეგულაციებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წარმოებული მასალიდან ბრუცელოზის გავრცელების საშიშროების არარსებობა;
– ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული ნაკელი უნდა განთავსდეს ფერმის ცხოველებისგან იზოლირებულ ადგილას, დამუშავდეს შესაფერისი სადეზინფექციო სითხეებით და შეინახოს მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში;
– დეზინფექტანტის გამოყენება არ არის სავალდებულო თუ ინფიცირებული ნაკელი დაფარულია არა-ინფიცირებული ნაკელით ან მიწით. ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული თხევადი ნარჩენები უნდა დამუშავდეს შესაფერისი სადეზინფექციო მასალებით, თუ მისი შეგროვება არ ხდება ნაკელთან ერთა