(i) B1 ტიპის ყველა დედალ ცხოველს და ყველა ხარს, რომლებიც გადაყვანილი უნდა იქნან B2 ტიპის ჯოგში:
– 12 თვეზე მეტი ასაკის შემთხვევაში ჩატარებული ჰქონდეს ოფიციალურად დადასტურებული სეროლოგიური ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;
– უნდა მოხდეს აღნიშნული ცხოველების იზოლირება მათი გადაყვანისთანავე სულ მცირე 60 დღით, და თუ მათი ასაკი 12 თვეს აჭარბებს, ჩატარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სეროლოგიური ტესტი B2 ტიპის ჯოგში გადაყვანამდე;
(ii) B2 ტიპის ყველა დედალ ცხოველს და ყველა ხარს, რომელიც გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა B2 ტიპის ჯოგში:
– 12 თვეზე მეტი ასაკის შემთხვევაში ჩატარებული ჰქონდეს ოფიციალურად დადასტურებული სეროლოგიური ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;
– ტრანსპორტირებისას ისინი კონტაქტში არ უნდა შევიდნენ იმ ცხოველებთან, რომლებსაც უფრო დაბალი ჯანმრთელობის სტატუსი აქვთ მინიჭებული;
(iii) ცხოველების B3 და B4 ჯოგებს შორის გადაადგილება ტარდება დირექტივის 64/432/EEC მოთხოვნების დაცვი