წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ცხოველები, რომლებსაც ბაქტერიოლოგიური, პათოლოგიური და სეროლოგიური ტესტირების შედეგად დაუდგინდათ ტუბერკულოზის დაავადება, ან ის ცხოველები, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანომ მიიჩნია დაავადებულად, დაიკლან სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ, შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა, მას შემდეგ რაც ცხოველის მეპატრონემ ან მასზე პასუხისმგებელმა პირმა ოფიციალურად მიიღო შეტყობინება ტესტირების შედეგებისა და მისი მოვალეობების შესახებ დადგენილ ვადაში აღნიშნული ცხოველების დაკვლასთან დაკავშირებით აღმოფხვრის გეგმის შესაბამისად.

ცხოველების შემთხვევაში, რომელთა შემოწმების შედეგები არასასურველია, თუმცა ისინი არ ავლენენ დაავადების კლინიკურ სიმპტომებს, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა წინა აბზაცით განსაზღვრული ვადა გაზარდოს მაქსიმუმ 3 თვემდე,– მაკე დედალი ცხოველის შემთხვევაში, რომლებმაც უნდა შვან მომდევნო 3 თვის განმავლობაში;

– თუ ბრძანება გაცემულია საქონლის სრულად გაწყვეტაზე ჯოგში, რომელშიც 20 ერთეულზე მეტი ცხოველია იმ რეგიონში, სადაც ამისათვის განკუთვნილი სასაკლაოების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქონელი დაიკლას 30 დღის ვადაში.