1. მსხვილფეხა საქონელში ბრუცელოზის შემთხვევის დადგენისას:
(a) ტიპი B1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია ან ვაქცინაციისა და სეროლოგიური სტატუსი უცნობია;
(b) ტიპი B2 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია და ვაქცინაციისა და სეროლოგიური სტატუსი ცნობილია და რომელშიც ტარდება რეგულარული ტესტები ეროვნული წესების შესაბამისად, რათა აღნიშნული ჯგუფი გადავიდეს შემდეგ საფეხურზე B3 ან B4 სტატუსით;
(c) ტიპი B3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომელიც არ არის დაავადებული ბრუცელოზით საბჭოს 1964 წლის 26 ივნისის დირექტივის 64/432/EEC შესაბამისად, რომელიც ეხება ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების შიგნით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვითა და ღორით ვაჭრობაზე2; და რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა დირექტივა 77/98/EEC-ის შესაბამისად3;
(d) ტიპი B4 მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯოგი: ჯოგი, რომელსაც ოფიციალურად არ დაუდასტურდა ბრუცელოზი დირექტივით 64/432/EEC განსაზღვრული განმარტების შესაბამისად.
2. მსხვილფეხა საქონელში ტუბერკულოზის შემთხვევის დადგენისას:
(a) ტიპი T1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია და ტუბერკულინის ტესტის შედეგი უცნობია;
(b) ტიპი T1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია და ტუბერკულინის ტესტის შედეგი ცნობილია და რომელშიც ტარდება რეგულარული ტესტები ეროვნული წესების შესაბამისად, რათა აღნიშნული ჯგუფი გადავიდეს შემდეგ საფეხურზე T3 სტატუსით;
(c) ტიპი T3 მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯოგი: ჯოგი, რომელსაც ოფიციალურად არ დაუდასტურდა ტუბერკულოზი დირექტივით 64/432/EEC განსაზღვრული განმარტების შესაბამისად.
3. საეჭვო ცხოველი: ნებისმიერი მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომელიც ავლენს ტუბერკულოზის, ბრუცელოზის ან ენზოოტური ლეიკოზის შესაძლო ნიშნებს, და რომლისათვის ოფიციალურად არც დიაგნოზის დასმა და არც ჩამოთვლილიდან ერთი ან მეტი დაავადების გამორიცხვა არ მომხდარა;
4. სახელმწიფო ვეტერინარი: ვეტერინარი ექიმი, რომელიც დანიშნულია წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური, ცენტრალური ორგანოს მიერ;
5. ტრანსპორტირების საშუალება: ავტომობილის, თვითმფრინავის ან მატარებლის ის ნაწილები, რომლებიც ტვირთისთვის არის განკუთვნილი, გემის სატვირთო სათავსოები და საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო კონტეინერები.
ზოგადი დებულება