1. მსხვილ გადამხდელთა ოფისი ახორციელებს მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების მიმართ:
ა) ამ დებულების მე-8, 91 და 92 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ბ
) კონსულტაციის გაწევას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
გ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევას, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;
დ) სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას;
ე) საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, მსხვილ გადამხდელთა ოფისი უფლებამოსილია, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერება და ეკონომიკური საქმიანობის პროცესის შესწავლა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №7960-ვებგვერდი, 22.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №21840 - ვებგვერდი, 21.08.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 მარტის ბრძანება №5578 - ვებგვერდი, 13.03.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 ივნისის ბრძანება №15403 - ვებგვერდი, 15.06.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 ივლისის ბრძანება №24479 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №11604 - ვებგვერდი, 30.05.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის ბრძანება №15705 - ვებგვერდი, 20.07.2023