ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) (ამოღებულია - 24.07.2013, №34577);
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის ამოცანების შესრულების უზრუნველყოფისათვის, ინფორმაციის შეგროვება-სისტემატიზაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
გ)
შემოწმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი/მოწოდებული მონაცემების (დეკლარაციების, ინვოისების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების და სხვა) სისტემატიზებული ელექტრონული ბაზის წარმოება;
დ) შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, მოწოდებული და სხვა ორგანოსთვის გადასაგზავნი ინფორმაციის/სათანადო მასალების გადაცემის უზრუნველყოფა, ასევე დეპარტამენტის უფროსის/მოადგილისათვის სათანადო ბრძანების პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის, შემოწმების ვადის გაგრძელების, საგადასახადო შემოწმების შეჩერების ან/და განახლების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) შესაბამისი სამმართველოების მომართვის საფუძველზე, საგადასახადო კონტროლთან (მათ შორის, ალტერნატიულ აუდიტთან) დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ან/და გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ)
საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების მოპოვების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;
ზ1) პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების გამოვლენისას, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნა;
თ)
შესაბამისი გადაწყვეტილების (მათ შორის, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის) საფუძველზე, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის შედეგების)
, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა (დარიცხვა, შემცირება);
ი)
შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის შედეგად)
საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;
კ) საჭიროების შემთხვევაში, თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოცემული „საგადასახადო მოთხოვნის“ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის უშუალოდ ჩაბარება ან საფოსტო გზავნილით გაგზავნა;
ლ) შესაბამის შემთხვევებში, შეტყობინების/წერილების გადასახადის გადამხდელისათვის გადაცემის/გაგზავნის უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევათა გამოვლენა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
მ1) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოსათვის გადაგზავნა;
ნ1)
(ამოღებულია - 20.12.2019,№45055)
;
ნ
2) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
ნ
3) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
ნ4) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
ო
) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 ივნისის ბრძანება №9178 - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 20 მაისის ბრძანება №21623 - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანება №34577 - ვებგვერდი, 16.09.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება №16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №26863 - ვებგვერდი, 25.12.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 14 თებერვლის ბრძანება №2631 - ვებგვერდი, 19.02.2025