1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მომსახურების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №29564 - ვებგვერდი, 26.12.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019