ა) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების, მათ შორის, საწარმოს რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;
ბ)
საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, ალტერნატიული აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;
გ) (ამოღებულია - 20.12.2019,№45055);
დ) (ამოღებულია - 20.12.2019,№45055);
ე) გასვლითი ან კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარება ან ამ პროცედურების ჩასატარებლად შესაბამისი წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის. გასვლითი ან კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესის მონიტორინგი ან/და აუდიტორების მიერ საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დებულებათა დაცვის მონიტორინგი;
ე1) სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრა და საბუღალტრო დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებთან შედარება დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
ვ) შემო
წმების მასალებიდან გამომდინარე, შემხვედრი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა ან/და შესაბამისი სამმართველოსთვის სათანადო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია - 20.12.2019,№45055);
თ) საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამმართველოსთვის – დეპარტამენტის უფროსის/მოადგილისათვის სათანადო ბრძანების პროექტის მოსამზადებლად;
ი)
კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;
კ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, შემოწმების მასალების მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მოპოვების მიზნით, საგადასახადო შემოწმების განხორციელება;
მ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენის უზრუნველყოფა;
ნ) საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №9054-ვებგვერდი, 13.10.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 ივნისის ბრძანება №9178 - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 18 მარტის ბრძანება №10814 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 25 აპრილის ბრძანება №17744 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 20 მაისის ბრძანება №21623 - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 3 თებერვლის ბრძანება №2593 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 2 აპრილის ბრძანება №10626 - ვებგვერდი, 15.04.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №23536 - ვებგვერდი, 22.08.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №21840 - ვებგვერდი, 21.08.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 მარტის ბრძანება №5578 - ვებგვერდი, 13.03.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 8 ივნისის ბრძანება №18197 - ვებგვერდი, 14.06.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №3553 - ვებგვერდი, 11.03.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №13444 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის ბრძანება №15705 - ვებგვერდი, 20.07.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 14 თებერვლის ბრძანება №2631 - ვებგვერდი, 19.02.2025