საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველო:

1. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო შემოწმებების ჩატარება და მიმდინარე საგადასახადო შემოწმებებში ჩართვა, საწარმოებს შორის განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციების შეფასების კუთხით, თუ ოპერაციის ერთ-ერთი მხარე:

ა.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტია;

ა.ბ) იკვეთება ურთიერთდამოკიდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

ბ)
საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;

გ) (ამოღებულია - 20.12.2019,№45055);

დ) (ამოღებულია - 20.12.2019,№45055);

ე) შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, შემხვედრი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა ან/და შესაბამისი სამმართველოსთვის სათანადო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;

ე1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე2) ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების აქტის პროექტის მომზადება;

ვ)
კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;

ზ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, შემოწმების მასალების მიწ

ოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;

თ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნებიდან ინფორმაციის გამოთხოვის წინადადებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისათვის;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხების შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველო ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს საგადასახადო შემოწმება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №21840 - ვებგვერდი, 21.08.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 მარტის ბრძანება №5578 - ვებგვერდი, 13.03.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 ივლისის ბრძანება №22318 - ვებგვერდი, 14.07.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 14 თებერვლის ბრძანება №2631 - ვებგვერდი, 19.02.2025