1. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემას;

ბ)

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას, უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას. წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმებას. ლატარიის თამაშების შეთანხმებას, მათში ცვლილების შეტანას. ლატარიების მოწყობაზე ყოველკვარტალური მოსაკრებლის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. ზედმეტად ან/და შეცდომით გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის დაბრუნებას;

გ)  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვას/ლუქის ახსნას. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, მათ შორის,   აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის  სამსახურისთვის ფულადი სახსრების მიღების, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების შესრულების კონტროლს, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლს. ლატარიის ორგანიზატორის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლს;

გ1) წამახალისებელი გათამაშების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობის გამოვლენას;

დ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;

ე)  სპეციალური

სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას. იურიდიული პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;

ე
1
) პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოებას;

ე2)

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;

ვ) იურიდიულ
ი პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოებას;

ვ1) იურიდიული პირისათვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოებას;

ზ) ფიზიკური პირისთვის მიკრობიზნესის სტატუსის, მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის და პირისთვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;

თ) (ამოღებულია - 28.02.2020,№ 6149);

ი) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;

ი1) მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოებას;

კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოებას. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცნობების გაცემას;

კ1) საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელ ფიზიკურ პირთა რეესტრის წარმოებას;

კ2) დაინტერესებული პირის მიერ, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 253 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;

კ3) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების შესახებ პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას, გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ რეესტრში ასახვას;

კ4) ამ პუნქტის „კ3“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული წარმოების მასალების და განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის სსიპ –საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნას;

ლ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებას, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და გაცემას;

მ)
დაინტერესებული პირისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;

ლ1) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა, გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გრანტის მიმღებ პირთა, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის თანხის ასახვის მიზნით წარმოდგენილი განცხადების განხილვა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;

ლ2) არასაგადასახადო შემოსავლების (სხვა შემოსულობის) სახით გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ნ1) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ო) საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;

ო1) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრის წარმოება;

ო2) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ  კოლოფამდე/შეფუთვამდე   ადგილობრივი  წარმოების სიგარეტისთვის კვოტირებული განაკვეთის გამოყენების მიზნით, კვოტის გამოყოფის თაობაზე პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას და გადაწყვეტილების მიღებას;

პ) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებას და გაუქმებას. უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანას;

ჟ)
ექსპორტის საბაჟო პროცედურით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;

ჟ1) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გადასახადის გადამხდელისთვის მატერიალური ფორმით გადაცემას;

რ) (ამოღებულია - 28.02.2020,№ 6149);

ს) (ამოღებულია - 28.02.2020,№ 6149);

ტ) (ამოღებულია - 28.02.2020,№ 6149);

უ) (ამოღებულია - 28.02.2020,№ 6149);

ფ) (ამოღებულია - 28.02.2020,№ 6149);

ქ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოებას;

ქ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადებას შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფას, გაცემული ბარათების აღრიცხვასა და რეალიზაციის კონტროლს; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფას; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფას;

ღ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებების და მითითებების შესრულებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

3.
დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.

4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.

5. (ამოღებულია - 26.07.2021, №24479).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 ივნისის ბრძანება №3539 -ვებგვერდი,12.07.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 5 ივლისის ბრძანება № 3719-ვებგვერდი,13.07.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №9304-ვებგვერდი, 08.11.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410-ვებგვერდი, 01.03.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №15542 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №20833 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26529 - ვებგვერდი, 04.12.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 25 აპრილის ბრძანება №17744 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანება №46844- ვებგვერდი, 27.09.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №67747- ვებგვერდი, 26.12.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება №16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 22 იანვრის ბრძანება №1076 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 თებერვლის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №13736 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №41507 - ვებგვერდი, 04.12.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 იანვრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 17.01.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის ბრძანება №3186 - ვებგვერდი, 13.02.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №3585 - ვებგვერდი, 18.02.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება №6149 - ვებგვერდი, 04.03.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 აპრილის ბრძანება №11171 - ვებგვერდი, 16.04.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №31802 - ვებგვერდი, 26.10.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №20089 - ვებგვერდი, 24.06.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 ივლისის ბრძანება №24479 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 6 აპრილის ბრძანება №8592 - ვებგვერდი, 16.05.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 აპრილის ბრძანება №9639 - ვებგვერდი, 18.04.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 13 ივლისის ბრძანება №16971 - ვებგვერდი, 14.07.2023წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება №3418 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 აპრილის ბრძანება №7881 - ვებგვერდი, 11.04.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №26863 - ვებგვერდი, 25.12.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2026 წლის 02 თებერვლის ბრძანება №1989 - ვებგვერდი, 05.02.2026