საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დაინტერესებული პირის მიმართვის (წერილობითი/ზეპირი) საფუძველზე, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების (წერილობითი/ზეპირი) გაცემა;

ბ) სატელეფონო კომუნიკაციის,  ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით:

ბ.ა) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით რეგულირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

ბ.ბ) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ბ.გ) დაინტერესებული პირების ინფორმირება შემოსავლების სამსახურში პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე;

გ) დაინტერესებული პირისთვის განმარტების გაცემის, ინფორმაციის მიწოდების ან/და კონსულტაციის გაწევისას, კომუნიკაციის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი აქტუალური, მნიშვნელოვანი ინფორმაციის  ანალიზი და წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესის კოორდინაცია;

ე) ცვლილებისა და სიახლეების თაობაზე გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება;

ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ზ) გადასახადის გადამხდელების საგადასახადო ცნობიერების ამაღლების მიზნით საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება;

ზ1) ვიდეოზარით შემდეგი მომსახურების გაწევა –
ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდების (მომხმარებლის)/პაროლის აღდგენა, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახური
ს უფროსის 2011 წლის 30 ივნისის ბრძანება №3539 -ვებგვერდი,12.07.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 5 ივლისის ბრძანება № 3719-ვებგვერდი,13.07.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №9304-ვებგვერდი, 08.11.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №10511-ვებგვერდი, 05.12.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №12348-ვებგვერდი, 25.01.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410-ვებგვერდი, 01.03.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5526 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №20833 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26529 - ვებგვერდი, 04.12.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება №16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №19946 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 10 მარტის ბრძანება №4519 - ვებგვერდი, 27.03.2023