სერვისცენტრების ფუნქციებია:

ა)
კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა, საგადასახადო აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმის გაცემა;

ბ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება და გადასახადის გადამხდელზე ლუქების გაცემა;

გ) პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

დ) (ამ
ოღებულია - 04.08.2020, №22659);

ე)
საჭიროების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელზე მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურების გაცემა;

ე1) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გადასახადის გადამხდელისთვის მატერიალური ფორმით გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფა – ამობეჭდვა და დადგენილი წესით დამოწმება;

ვ) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);

ზ) (ამოღებულია - 04.08.2020, №22659);

თ) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);

ი) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);

ი1) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);

კ) გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტების გაფორმება;

ლ) ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელისაგან წარდგენილი განცხადების მიღება და შესაბამისი რეაგირება;

მ)
შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნების დალუქვა და ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალების დამოწმება;

ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების და ფირნიშების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება, Tax Free-ს სტიკერების და ფირნიშების გაცემა;

ნ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;

ო)
(ამოღებულია - 21.09.2021, №29399);

პ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების გაცემა;

ჟ) ელექტრონულად წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების დამოწმებული ასლის გაცემა;

რ) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);

ს) (ამოღებულია - 04.08.2020, №22659);

ტ) გადასახადის გადამხდელისათვის მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება. გადასახადის გადამხდელისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;

უ)
დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) დარეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

ფ) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);

ქ) დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე დაბეგვრის უფლების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღება;

ღ)
გადასახადის გადამხდელის მიერ გასაუქმებლად წარმოდგენილი მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურების მიღება და შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით მონაცემთა დამუშავების სამმართველოში გაგზავნა;

ყ) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა;

შ) გადასახადის გადამხდელის მომსახურების პროცესში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი რეაგირება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ც) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. სერვისცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულებით მის კომპეტენციაში შემავალი მომსახურების გაწევა ნებისმიერი გადასახადის გადამხდელისთვის, მიუხედავად ამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის/სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილისა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება №6149 - ვებგვერდი, 04.03.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №22659 - ვებგვერდი, 07.08.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №29399 - ვებგვერდი, 24.09.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №19946 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება №3418 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 აპრილის ბრძანება №7881 - ვებგვერდი, 11.04.2024წ.

დანართი №10

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის დებულება

შ
ემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012