გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის მარაგში არსებული აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური და არააქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, ნიშანდების წესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული, მათ შორის, განსხვავებული წესით მარკირების შესახებ, წინადადებების მომზადება;

ბ) ექსპორტის საბაჟო პროცედურით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;

გ) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებულ საქონელზე, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად წარმოდგენილი, ინფორმაციის დამუშავება (საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასების გამოთვლა, საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან შედარება) და საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარსადგენად მომზადება;

დ) შემოსავლების სამსახურის შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აქციზური და არააქციზური საქონლის მარკირების/ნიშანდების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ე) შერჩეული პირის ელექტრონული აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში მომხმარებლების რეგისტრაცია, სისტემაში შექმნილი მოთხოვნების ტექნიკური მონაცემების შესწავლა/დადასტურება და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ცვლილება/დამატებების სისტემაში ასახვის ორგანიზება;

ვ) აქციზური და არააქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება. გამოუყენებელი აქციზური და არააქციზური მარკების დაბრუნებისა და კომპეტენციის ფარგლებში განადგურების პროცესის ორგანიზება;

ზ) სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

თ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრის წარმოება;

თ1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ   კოლოფამდე/შეფუთვამდე   ადგილობრივი  წარმოების სიგარეტისთვის კვოტირებული განაკვეთის გამოყენების მიზნით, კვოტის გამოყოფის თაობაზე პირის მიერ წარმოდგენილ  განცხადებასთან   დაკავშირებული ადმინისტრაციული  წარმოების  წარმართვა, შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის   მომზადება   და დეპარტამენტის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენა;

ი) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშების მიღება;

კ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაუქმებასთან და ჩამორთმევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. შესაბამისი მოწმობის გაცემა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება. საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ლ) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. რეზიდენტობის ცნობის გაცემა;

მ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა;

ნ) ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცნობების გაცემას;

ო) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;

პ) (ამოღებულია 04.08.2020, №22659);

ჟ) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის სრულყოფის მიზნით, სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება, გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზასთან შედარება და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება;

რ) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის (Tax Free) გაცემის უფლების მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანა. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XIX1 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, შესაბამისი რეაგირება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ს) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის/მინიჭების საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიწოდება;

ტ) საქართველოს საწარმოს, საქართველოს ორგანიზაციის და მეწარმე ფიზიკური პირისაგან ინფორმაციის მიღება საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

უ) ქონების გადასახადის, აქციზის გადასახადის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;

ფ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე განაწილებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების (დიაპაზონების) ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

ქ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

ღ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების (Tax Free-ს სტიკერი) და ფირნიშების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა;

ყ) მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოება;

შ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის, ტურისტული საწარმოს სტატუსის, სპეციალური საწარმოს სტატუსის, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის, ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება;

შ1) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;

ჩ) იურიდიული პირისათვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოება;

ჩ1) დაინტერესებული პირის მიერ, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 253 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ჩ2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების შესახებ პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენა, ინფორმაციის ელექტრონულ რეესტრში ასახვა;

ჩ3) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ3“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული წარმოების მასალების და განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნა;

ც) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ძ) საინფორმაციო ტექნოლოგების ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილ პირებთან ერთად, ავტოგასამართ, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული, SAM მოდულის აქტივაციის შესაძლებლობის მქონე საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემების ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასკვნის შედგენა;

წ) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

წ1) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა და ფიზიკური პირებისა), საგადასახადო აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება და გადასახადის გადამხდელებზე რეგისტრაციისათვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმების გაცემა;

წ2)
ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ხ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

ჯ1) (ამოღებულია - 10.03.2023, №4519);

ჯ2) (ამოღებულია - 10.03.2023, №4519);

ჯ3) (ამოღებულია - 10.03.2023, №4519);

ჯ4)  (ამოღებულია - 10.03.2023, №4519);

ჯ5) ფიზიკურ პირზე შეცდომით მინიჭებული კოდის გაუქმება და პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება;

ჯ6) საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელ ფიზიკურ პირთა რეესტრის წარმოება;

ჯ7) ფიზიკურ პირთა ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების მიღება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;

ჯ8) მიზნობრივი ჯგუფების თემატური ინფორმირების ღონისძიებების ფარგლებში, შესაბამის სამიზნე ჯგუფთან შეტყობინების გაგზავნა;

ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჰ1) (ამოღებულია - 04.08.2020, №22659);

ჰ2) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №12348-ვებგვერდი, 25.01.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 2 აპრილის ბრძანება №10626 - ვებგვერდი, 15.04.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 22 იანვრის ბრძანება №1076 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №31599 - ვებგვერდი, 17.11.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 თებერვლის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №13736 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №41507 - ვებგვერდი, 04.12.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 იანვრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 17.01.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის ბრძანება №3186 - ვებგვერდი, 13.02.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 აპრილის ბრძანება №11171 - ვებგვერდი, 16.04.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №22659 - ვებგვერდი, 07.08.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №31802 - ვებგვერდი, 26.10.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 4 მარტის
ბრძანება

№5792
- ვებგვერდი, 09.03.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №29399 - ვებგვერდი, 24.09.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №19946 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 10 მარტის ბრძანება №4519 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 მარტის  ბრძანება №5720 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №26863 - ვებგვერდი, 25.12.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2026 წლის 02 თებერვლის ბრძანება №1989 - ვებგვერდი, 05.02.2026