სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა)
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა;

ბ) წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმება;

გ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელება;

დ) ნებართვის გაუქმება;

ე)
უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ე1) წამახალისებელი გათამაშების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობის გამოვლენა;

ვ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ელექტრონულად გაცემა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა;

ზ)
გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშნების და რეგლამენტით შეთანხმებული რაოდენობის ანალიზი და შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ი) სათამაშო ბიზნესის სანებართვო მოსაკრებლის სახაზინო კოდზე ზედმეტად ან/და შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება;

ი1) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნებისთვის, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის,  შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

კ) ლატარიის თამაშების შეთანხმება და ცვლილებების შეტანა;

ლ)
ლატარიების მოწყობაზე ყოველკვარტალური მოსაკრებლის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

მ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი/შემოწმება, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ფულადი სახსრების მიღების, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების შესრულების კონტროლი, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ნ) სანებართვო პირობების კონტროლის შედეგების ელექტრონულ ბაზაში ასახვა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის მფლობელი/მაძიებელი პირის მიერ მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ობიექტის დათვალიერება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების კონტროლის და ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმების მიზნით;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ჟ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;

რ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა/ლუქის ახსნა;

ს)
ლატარიის ორგანიზატორის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის ბრძანება №3186 - ვებგვერდი, 13.02.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №22659 - ვებგვერდი, 07.08.2020წ

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №20089 - ვებგვერდი, 24.06.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 6 აპრილის ბრძანება №8592 - ვებგვერდი, 16.05.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 აპრილის ბრძანება №9639 - ვებგვერდი, 18.04.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 13 ივლისის ბრძანება №16971 - ვებგვერდი, 14.07.2023