აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მომსახურე ბანკის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის (tax free) ბანკისთვის დაბრუნება, რომელიც არ მოექცა ავტომატური დაბრუნების რეჟიმში; შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

ბ) არასაგადასახადო შემოსავლების (სხვა შემოსულობის) სახით გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული ზედმეტობების სხვა გადასახადების ანგარიშზე გადატანის მიზნით ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

გ)
გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით, ასევე უცხოურ ვალუტაში გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი რეაგირების განხორციელება. მოთხოვნის შემთხვევაში უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გადაფარვის შესახებ შეტყობინების გაცემა;

დ) სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და აღნიშნული მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ე) დროებით შემოტანის სპეციალურ პროცედურაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განრიგის შეწყვეტის/გაუქმების შემთხვევაში;

ვ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის თანხის ასახვის მიზნით, თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნების მომზადება, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, აგრეთვე, სავარაუდო დარიცხვების განხორციელება, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;

ვ1) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ან/და ადმინისტრაციული ჯარიმის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნებისთვის, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

ზ) სამართალდარღვევის ოქმების ან/და ბრძანებების
გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; მათ შორის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ბარათზე დარიცხული თანხის ცვლილების შესახებ ბრძანების გამოცემა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

თ) გადახდისუუნარობის/რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელების პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება, ინფორმაციის მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;

კ) მონაცემთა ბაზებიდან სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ინფორმაციის მომზადება;

ლ) განხორციელებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის შესახებ ცნობის გაცემა;

მ) საქონელზე ან/და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის ფაქტის არსებობა/არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა;

ნ) (ამოღებულია - 04.08.2020, №22659);

ო) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

პ) კ
ომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

პ1) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების სხვა ფორმების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და საჭიროებისამებრ დაპაკეტება, რომელთა ასახვა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ხდება ავტომატურ რეჟიმში;

პ2) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა და გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გრანტის მიმღებ პირთა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის თანხის ასახვის მიზნით წარმოდგენილი განცხადების განხილვა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;

პ3) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

პ4) გადასახადის გადამხდელთა განცხადების ან/და წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის შესაბამისი სანქციის გავრცელება;

პ5) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ჟ) დეპ
არტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის ბრძანება №2744-ვებგვერდი, 08.07.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №18231 - ვებგვერდი, 27.09.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №3585 - ვებგვერდი, 18.02.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №22659 - ვებგვერდი, 07.08.2020წ

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 6 აპრილის ბრძანება №8592 - ვებგვერდი, 16.05.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №19946 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 10 მარტის ბრძანება №4519 - ვებგვერდი, 27.03.2023