მონაცემთა დამუშავების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) (ამოღებულია - 04.08.2020, №22659);
ბ)
გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადების სახეების მიხედვით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და საჭიროებისამებრ დაპაკეტება, რომელთა ასახვა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ხდება ავტომატურ რეჟიმში;
დ) (ამოღ
ებულია - 04.08.2020, №22659);
ე) თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
ე1) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და გაგზავნა;
ზ) (ამოღებულია - 05.07.2017, №18186);
თ)
გასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) „გაუქმებულის“ სტატუსის მინიჭება;
ი) (ამოღებულია - 05.07.2017, №18186);
კ) (ამოღებულია - 04.08.2020, №22659);
ლ)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
მ1
) (ამოღებულია - 27.07.2022, №19946);
მ
2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის მყიდველის მომართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;
ო) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
პ1) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;
რ) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება და სათანადო დასკვნის მომზადება;
ს) ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების განაკვეთების ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №12348-ვებგვერდი, 25.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №15542 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №8476 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 25 აპრილის ბრძანება №17744 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანება №46844- ვებგვერდი, 27.09.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №56532- ვებგვერდი, 18.11.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №52972 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №45872 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №3585 - ვებგვერდი, 18.02.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №22659 - ვებგვერდი, 07.08.2020წ
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №19946 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №32494 - ვებგვერდი, 15.01.2024