თავი IV — 1. შერჩეული პირი
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ფორმდება არაუმეტეს 15 წლის ვადით.
4. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი უფლებები და მოვალეობები.
5. შერჩეული პირის სერვერი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ადგენს მოთხოვნებს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ.
7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით. თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
8. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი.
9. ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
10. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური/საფასურები შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ონლაინსათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, თამაშობის ორგანიზატორთან ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან და მის კონტრაქტორთან/აგენტთან განსათავსებელი მოწყობილობისთვის/აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის, აგრეთვე მისი დამონტაჟებისთვის, კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის (საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის მიწოდებისთვის.
11. შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასურის/საფასურების სახეობები, ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3901 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3900 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 13.12.2023 კანონი №3900
- 13.12.2023 კანონი №3901
- 09.02.2023 კანონი №2584
- 25.06.2020 კანონი №6487
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 361 1. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანერგოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემა და უზრუნველყოს მისი ოპერირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სათამაშო აპარატის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება. [ 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ფორმდება არაუმეტეს 15 წლის ვადით. 4. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი უფლებები და მოვალეობები. 5. შერჩეული პირის სერვერი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული. 6. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ადგენს მოთხოვნებს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ. 7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით. თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა. 8. თუ ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის/ორგანიზების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი. [ 8. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 9. ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. 10. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური/საფასურები შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ონლაინსათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, თამაშობის ორგანიზატორთან ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან და მის კონტრაქტორთან/აგენტთან განსათავსებელი მოწყობილობისთვის/აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის, აგრეთვე მისი დამონტაჟებისთვის, კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის (საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის მიწოდებისთვის. 11. შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასურის/საფასურების სახეობები, ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თავი V. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება